რამდენ ლუდს სვამენ ქართველები ყოველწლიურად?! - კვირის პალიტრა

რამდენ ლუდს სვამენ ქართველები ყოველწლიურად?!

ლუდის სექტორი საქართველოში სტაბილურად იზრდება. ქვეყანაში ბოლო წლებში გაიზარდა ადგილობრივი ლუდსახარშის და ლუდის ბრენდების რაოდენობა.

საქართველოში ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევას tbc კაპიტალი აქვეყნებს. პუბლიკაციის თანახმად, ლუდის სექტორის მთლიანმა ბრუნვამ 495 მლნ ლარი შეადგინა 2022 წელს, რაც წარმოადგენს არსებით 30%-იან ზრდას წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„ლუდის წარმოება ბოლო წლებში მატულობს და 2021 წელს 111 მლნ ლიტრი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 2,4%-იანი ზრდაა. რაც შეეხება წარმოების ღირებულებას, 214 მლნ ლარს მიაღწია, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 6,5%-ით აღემატება.

2022 წელს საქართველოში შინამეურნეობების წლიურმა ლუდის მოხმარებამ 2,7 მილიონ ლიტრს მიაღწია, რაც 5,6%-იან ზრდას მიუთითებს წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ლუდის მოხმარება წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდება“, - წერია ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევაში.

„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, ადგილობრივი წარმოების გარდა, სად ყიდულობს საქართველო ლუდს. 2023 წლის პირველ 6 თვეში საქართველომ 6.3 მლნ აშშ დოლარის 5 443 ტონა ლუდი შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 3.6 მლნ აშშ დოლარის 3 855 ტონა ლუდი.

გთავაზობთ ტოპ 5 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ყველაზე დიდი მოცულობით ლუდი იყიდა:

გერმანია - 1.8 მლნ აშშ დოლარის 1 459 ტონარუსეთი - 786.6 ათასი აშშ დოლარის 776.7 ტონათურქეთი - 576.83 ათასი აშშ დოლარის 576.8 ტონაბელგია - 568.2 ათასი აშშ დოლარის 351.1 ტონაჩეხეთი - 527 ათასი აშშ დოლარის 433.4 ტონაიმპორტის პარალელურად, გაზრდილია ექსპორტიც. წელს საქართველომ 4.3 მლნ აშშ დოლარის 3 579 ტონა ლუდი გაყიდა, გასული წილის იანვარ-ივნისში კი, მხოლოდ 899.7 ათასი აშშ დოლარის 1 109 ტონა ლუდი.

2023 წლის 6 თვეში საექსპორტო ქვეყნების ხუთეული შემდეგია: ყაზახეთი, რუსეთი, სომხეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი..

"ინტერპრესნიუსი"