1930 წელი, ფილმი "ბუბა", რომლითაც ნუცა ღოღობერიძემ შოვის ტრაგედია იწინასწარმეტყველა - რას ჰყვება ლანა ღოღობერიძე დედის გადაღებულ, საბჭოთა ხელისუფლების აკრძალულ და 2016 წელს ძლივს ნაპოვნ ფილმზე? - კვირის პალიტრა

1930 წელი, ფილმი "ბუბა", რომლითაც ნუცა ღოღობერიძემ შოვის ტრაგედია იწინასწარმეტყველა - რას ჰყვება ლანა ღოღობერიძე დედის გადაღებულ, საბჭოთა ხელისუფლების აკრძალულ და 2016 წელს ძლივს ნაპოვნ ფილმზე?

შო­ვის ტრა­გე­დი­ის ამ მძი­მე დღე­ებ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად აზი­ა­რე­ბენ ქარ­თულ დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მს "ბუბა“, რომ­ლის რე­ჟი­სო­რი ნინო (ნუცა) ხუ­ციშ­ვი­ლი - ღო­ღო­ბე­რი­ძეა. ფილ­მი რა­ჭას და რაჭ­ვე­ლებს ეძღვნე­ბა. გა­და­ღე­ბუ­ლია 1930 წელს და მას­ში ამ კუ­თხის რო­გორც ყოფა-ცხოვ­რე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ეპი­ზო­დე­ბია ნაჩ­ვე­ნე­ბი, ასე­ვე მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი, ქვა­თაც­ვე­ნა, ხე-ტყის მო­პო­ვე­ბა, საფრ­თხის შემ­ცვე­ლი ცხოვ­რე­ბა მდი­ნა­რის სი­ახ­ლო­ვეს და ისიც, თუ რო­გორ მი­ვი­და შოვი სა­კუ­რორ­ტო ეტა­პამ­დე.

სი­უ­ჟე­ტი ასე იწყე­ბა - რა­ჭა­ში ჩა­სუ­ლი მოგ­ზა­უ­რი, ტუ­რის­ტი იწყებს ამ კუ­თხის გაც­ნო­ბას. "ბუბა“ 5 ნა­წი­ლი­სა­გან შედ­გე­ბა და ყო­ვე­ლი თავი თი­თო­ე­ულ ამ თე­მა­ზე მოგ­ვი­თხრობს, რაც ვახ­სე­ნეთ. მისი სა­ხელ­წო­დე­ბა კი უკავ­შირ­დე­ბა მყინ­ვარ ბუ­ბას.

რო­გორც ამ კად­რე­ბით ირ­კვე­ვა, მე­წყე­რი, წყალ­დი­დო­ბა, წყალ­მო­ვარ­დნა, ზემო რა­ჭის­თვის იმ დრო­შიც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყო­ფი­ლა და რე­ჟი­სორ­მაც ფილმში ამას სე­რი­ო­ზუ­ლი ად­გი­ლი და­უთ­მო. ნუცა ღო­ღო­ბე­რი­ძე პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქალი რე­ჟი­სო­რია. "ბუბა" მისი პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა რეპ­რე­სი­ე­ბამ­დე და გა­და­სახ­ლე­ბამ­დე გა­და­ი­ღო. გა­სა­ო­ცა­რია ის, რომ ლა­მის სა­უ­კუ­ნის წინ სა­ერ­თოდ ამ სა­კი­თხით და­ინ­ტე­რეს­და ან იმ რთულ პე­რი­ოდ­ში რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ყვე­ლაფ­რის ასე ფილ­მად აკინძვა. ფაქ­ტია, რომ სუ­რა­თი მა­ყუ­რე­ბელ­ზე დღე­საც დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს, რა­საც ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კო­მენ­ტა­რებ­შიც გა­მო­ხა­ტა­ვენ.

ოპე­რა­ტო­რი არის სერ­გეი ზა­ბოზ­ლა­ე­ვი, მხატ­ვა­რი - და­ვით კა­კა­ბა­ძე, ხან­გრძლი­ვო­ბა - 45 წუთი. ფილ­მი "სა­ხკინმრეწ­ვის“ პრო­დუქ­ტია.

რე­ჟი­სო­რი ნუცა ღო­ღო­ბე­რი­ძე ასე­ვე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის, ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის დე­დაა.

ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე:

- მარ­თა­ლი გი­თხრათ, მეც ზუს­ტად ისე ვარ, რო­გორც დღე­ვან­დე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი... გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ, რომ 1930 წელს, 28 წლის ქალი ამა­ზე ფიქ­რობ­და. იმ პე­რი­ო­დის­თვის გერ­მა­ნი­ი­დან უკვე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი იყო, სა­დაც ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. მა­ნამ­დე ჯერ ერთი ფილ­მი მიშა კა­ლა­ტო­ზოვ­თან ერ­თად გა­ა­კე­თა, ისი­ნი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და "მათი სა­მე­ფო“ ერ­თად გა­და­ი­ღეს. ის უფრო მონ­ტა­ჟუ­რი ფილ­მი იყო. მერე კა­ლა­ტო­ზოვ­მა სვა­ნეთ­ში 1930 წელს "ჯიმ შვან­თე“ გა­და­ი­ღო, დე­და­ჩემ­მა კი - "ბუბა“, რო­მე­ლიც მა­შინ­ვე აიკ­რძა­ლა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი აკ­რძა­ლეს 1933 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი "უჟ­მუ­რიც“.

დედა 1937 წელს გა­და­ა­სახ­ლეს და კი­ნო­ზე ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტი იყო, ფილ­მე­ბი სა­ერ­თოდ და­ი­კარ­გა, ის­ტო­რი­ის­თვი­საც აღარ არ­სე­ბობ­და... დედა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი მე­პო­ვა, ბევ­რი წელი ვე­ძებ­დი, თა­ვი­დან ყვე­ლა მხრი­დან უარი იყო, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ არ­სად არ იყო. სა­ბო­ლო­ოდ, მოს­კო­ვის ერთ-ერთ არ­ქივ­ში ვი­პო­ვეთ.

- თა­ვის ფილ­მებ­ზე სი­ცო­ცხლე­ში არ სა­უბ­რობ­და?

- იმ­დე­ნად ტრავ­მი­რე­ბუ­ლი იყო იმის გამო, რაც თავს გა­დახ­და, რომ ფილ­მებ­ზე სა­ერ­თოდ არ ლა­პა­რა­კობ­და. თით­ქოს ისი­ნი არც არ­სე­ბობ­და, ამი­ტომ რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ამ­ბა­ვი ამ ფილმთან და­კავ­ში­რე­ბით არ ვიცი, გარ­და იმი­სა, რაც ფილმში თა­ვად ვნა­ხე.

დე­დას ნა­მუ­შევ­რებ­მა მერე ლა­მის მთე­ლი მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა - იყო ამე­რი­კა­ში: სან-ფრან­ცის­კო­ში, ნიუ-იორკში, ვა­შინგტონ­ში, ასე­ვე სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში... სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო მისი ფო­ტოს ხილ­ვა ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში... ყველ­გან წერ­დნენ, რომ "ბუბა“იყო ფეს­ტი­ვა­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნა. თუმ­ცა მა­ნამ­დე, რო­გორც ვთქვი, მის­მა ნა­მუ­შევ­რებ­მაც ისე­თი­ვე ტრა­გი­კუ­ლი ბედი გა­ი­ზი­ა­რეს, რო­გორც თა­ვად დე­დამ. (გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფილმი)