"კახიანს ხუმრობით აღუნიშნავს, შამშე ლეჟავას კურორტის მშენებლობაში იმხელა წვლილი მიუძღვის, რომ შოვს შამშოვი დავარქვათო" - კვირის პალიტრა

"კახიანს ხუმრობით აღუნიშნავს, შამშე ლეჟავას კურორტის მშენებლობაში იმხელა წვლილი მიუძღვის, რომ შოვს შამშოვი დავარქვათო"

"იგი ოდითგანვე რაჭის საერისთავოს ნაწილი და ერისთავების საზაფხულო დასასვენებელი ადგილი იყო"

"...1928 წელს შოვს თბილისიდან დასათვალიერებლად საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომელთა შემადგენლობაშიც იყო მ. კახიანი, რომელსაც ხუმრობით აღუნიშნავს, შამშე ლეჟავას კურორტის მშენებლობაში იმხელა წვლილი მიუძღვის, შოვს ამიერიდან შამშოვი დავარქვათო...", - შოვის შესახებ იშვიათ, უნიკალურ ფოტოებს და ისტორიულ ცნობებს - ეთნოლოგიის დოქტორი მირიან ხოსიტაშვილი "კვირის პალიტრას" აწვდის...

shovii-1692168893.jpg

- კურორტ შოვის ისტორია საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის პერიოდიდან იწყება, კერძოდ, 1924 წლიდან დაიწყო მშენებლობა, რომელსაც ცნობილი ბოლშევიკი და რევოლუციონერი შამშე ლეჟავა ედგა სათავეში. მშენებლობის დაწყებიდან რამდენიმე წელში შოვში სანატორიუმი აშენდა, სადაც 60 ნომერი იყო განთავსებული, ასევე, მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სანატორიუმი ტურისტებზე და საბჭოთა დამსვენებლებზე იყო გათვლილი.

shovii-2-1692168936.jpg

1928 წელს შოვს თბილისიდან დასათვალიერებლად საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომელთა შემადგენლობაშიც იყო მ. კახიანი. მას ხუმრობით აღუნიშნავს, შამშე ლეჟავას კურორტის მშენებლობაში იმხელა წვლილი მიუძღვის, რომ შოვს ამიერიდან შამშოვი დავარქვათო. მოგვიანებით შამშე ლეჟავა და სხვა ყოფილი რევოლუციონერები ბოლშევიკურ რეპრესიებს შეეწირნენ.

shovii-43-1692168917.jpg

თავად შოვი, როგორც ბალნეოლოგიური კურორტი, განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო. იგი ოდითგანვე რაჭის საერისთავოს ნაწილს წარმოადგენდა და - ერისთავების საზაფხულო დასასვენებელ ადგილსაც.

სამწუხაროდ, შოვში დატრიალებულმა ტრაგედიამ გაგვახსენა რაჭაში მრავალი სტიქია, რომელიც ისტორიული წყაროების მიხედვით, ხშირად მომხდარა, ამის შედეგია რაჭიდან ეკომიგრანტების გადასახლება, სხვადასხვა დროს, საქართველოს რამდენიმე კუთხეში.

სტატიაში გამოყენებულია ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტოები

(სპეციალურად საიტისთვის)