უკრაინა ევროპელი მწარმოებლებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემას და ახალი თაობის დრონებს მიიღებს - კვირის პალიტრა

უკრაინა ევროპელი მწარმოებლებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემას და ახალი თაობის დრონებს მიიღებს

ნორვეგიულმა კომპანია Kongsberg Defense & Aerospace-მა უკრაინის საერთაშორისო ფონდთან ხელი მოაწერა 71 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტს კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.

„დრონების საწინააღმდეგო სისტემები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს და მხარს დაუჭერს მათ უნარს, დაიცვან თავიანთი ხალხი და ქვეყანა საჰაერო საფრთხეებისგან“, - განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა, ეირიკ ლიმ.

ამასთან, ცნობილია, რომ გერმანული კონცერნი Rheinmetall 2023 წლის ბოლოსთვის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაზვერვისთვის უპილოტო საფრენი აპარატის, Luna NG-ის სისტემას გადასცემს.

გამოცემა წერს, რომ Luna NG -ი უახლესი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელიც წინა მოდელებს ყველა მნიშვნელოვანი მახასიათებლით უსწრებს წინ. დრონი შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ როგორც სადაზვერვო სისტემა, არამედ შეუძლია უზრუნველყოს LTE ქსელი და კავშირის ჩახშობა.

"ინტერპრესნიუსი"