"ეს ყველაფერი ომს ჰგავს“ - მახაჩყალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა
დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მახაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა, მათ შორის სულ მცირე სამი ბავშვია - ინფორმაციას რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ოფიციალური პირების ცნობით, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი, მათგან 13 ბავშვი.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება, თავდაპირველად ცეცხლი საავტომობილო მაღაზიაში გაჩნდა და შემდეგ ახლომდებარე ბენზინგასამართ სადგურზე გავრცელდა, რასაც აფეთქებები მოჰყვა.
“აფეთქების შემდეგ ყველაფერი კვამლმა დაფარა, ვეღარაფერს ვხედავდით“, - განუცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა BBC-ის.
"ეს ყველაფერი ომს ჰგავს“, - განაცხადა მეორემ. (გააგრძელეთ კითხვა)