"შანსი არ არის, მე ვინმემ და რამემ გამაკავოს, აუცილებლად ყველა დეტალს მოგიყვებით, შოვის ისტორიასაც და განვითარებულ მოვლენებსაც" - რას ამბობს მარიტა გუ­ტაშ­ვი­ლი, რომლის ოჯახის 9 წევრი მეწყერმა იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

"შანსი არ არის, მე ვინმემ და რამემ გამაკავოს, აუცილებლად ყველა დეტალს მოგიყვებით, შოვის ისტორიასაც და განვითარებულ მოვლენებსაც" - რას ამბობს მარიტა გუ­ტაშ­ვი­ლი, რომლის ოჯახის 9 წევრი მეწყერმა იმსხვერპლა

მა­რი­ტა გუ­ტაშ­ვი­ლი შოვ­ში ჩა­მო­წო­ლილ მე­წყერს გა­და­ურ­ჩა, მაგ­რამ და­კარ­გა ოჯა­ხის 9 წევ­რი. მე­წყე­რის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა მისი და-ძმა, დე­ი­და, ორი დე­ი­დაშ­ვი­ლი, ბი­ძაშ­ვი­ლი სამი შვი­ლით.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში მა­რი­ტა ამ­ბობს, რომ ჯერ კი­დევ ეძებს და­კარ­გუ­ლი ახ­ლობ­ლე­ბის ცხედ­რებს და რო­დე­საც მათ იპო­ვი­ან, კონ­კრე­ტულ დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რებს:

"ყვე­ლა ქარ­თველს ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მხარ­ში დგო­მის­თვის. თქვე­ნი გამ­ხნე­ვე­ბით ვდგა­ვარ ფეხ­ზე. რაც მთა­ვა­რია, დღემ­დე, მე­თორ­მე­ტე დღეა სტი­ქი­ი­დან, არ მი­პო­ვია კოტე მა­ი­სუ­რა­ძე და ანას­ტა­სია დუ­დაშ­ვი­ლი. ძა­ლი­ან გთხოვთ, თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს, მა­ცა­დეთ, მად­რო­ვეთ, ყვე­ლა მყავ­დეს ჩემ­თან. რო­გორც ახლა გულ­ში მყავს, ისე მინ­და, რომ ყვე­ლა ვი­პო­ვო და მო­ვიყ­ვა­ნო სახ­ლში.

ძა­ლი­ან გთხოვთ, მო­მე­ცით დრო, სა­ნამ ვი­პო­ვი კო­ტეს და სა­ნამ ვი­პო­ვი ანას­ტა­სი­ას. და­ნარ­ჩენ კი­თხვის ნიშ­ნებ­ზე, რა­ზეც თქვენ ფიქ­რობთ, რომ არ ვი­ტყვი ან ვინ­მე მა­ჩუ­მებს, შან­სი არ არის - შან­სი არ არის, მე ვინ­მემ და რა­მემ გა­მა­კა­ვოს, აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლა დე­ტალს მე მო­გიყ­ვე­ბით, შო­ვის ის­ტო­რი­ა­საც და გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­საც“ - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ტა გუ­ტაშ­ვილ­მა.