შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი.

ამ დროისთვის, შოვში, სტიქიის ზონაში 7 პირს ეძებენ.

"ინტერპრესნიუსი"