"ფრე­ნე­ბი შე­წყდა და ტყე­ში დავ­რჩით...მაშ­ვე­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ, გვი­თხრეს, წყა­ლი კვლავ გროვ­დე­ბა და თუ ახ­ლა­ვე არ გა­გიყ­ვა­ნეთ, შე­საძ­ლოა, იგი­ვე კვლავ გან­მე­ორ­დე­სო" - რას ჰყვებიან სტიქიას გადარჩენილები? - კვირის პალიტრა

"ფრე­ნე­ბი შე­წყდა და ტყე­ში დავ­რჩით...მაშ­ვე­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ, გვი­თხრეს, წყა­ლი კვლავ გროვ­დე­ბა და თუ ახ­ლა­ვე არ გა­გიყ­ვა­ნეთ, შე­საძ­ლოა, იგი­ვე კვლავ გან­მე­ორ­დე­სო" - რას ჰყვებიან სტიქიას გადარჩენილები?

რა გზა გა­ი­ა­რეს შოვ­ში მე­წყრის ჩა­მო­წო­ლი­სას ტყეს შე­ფა­რე­ბულ­მა დამ­სვე­ნებ­ლებ­მა, რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად და შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა ამ გან­საც­დე­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა? - თვითმხილ­ვე­ლე­ბის მიერ აღ­წე­რი­ლი ჯო­ჯო­ხე­თი და ბუ­ნე­ბის გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი მა­გა­ლი­თე­ბი, რომ­ლე­ბიც "გა­მოგ­ვრჩა".

რეს­პონ­დენ­ტმა ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს არც არის სა­ჭი­რო - რად­გან ამ ტრა­გე­დი­ა­ში ყვე­ლას სათ­ქმე­ლი ერ­თია.

- ტრა­გე­დი­ის დღეს გა­დავ­წყვი­ტეთ მდი­ნა­რის პი­რას ოჯა­ხუ­რი გას­ვლა მოგ­ვე­წყო და ბუ­ნე­ბა­ში გვე­ვახ­შმა. მე იმ ად­გი­ლას მინ­დო­და დარ­ჩე­ნა, სა­დაც სტი­ქი­ამ ყვე­ლა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. ჩემი შვი­ლის და­ჟი­ნე­ბით კი მდი­ნა­რეს ავუ­ყე­ვით, გა­ვი­ა­რეთ რკი­ნის, იო­დის, კალ­ცის წყლე­ბი და და­ბა­ნა­კე­ბა ტყის ზედა ნა­წილ­ში, მდი­ნა­რე ჭან­ჭა­ხის ნა­პი­რას გა­დავ­წყვი­ტეთ. ზო­გა­დად, შოვ­ში ძა­ლი­ან ახლო ტე­რი­ტო­რი­ებ­ზეა მდი­ნა­რე­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, არის ბევ­რი ხიდი. მდი­ნა­რე ჭან­ჭა­ხი, სხვა მდი­ნა­რე­ებ­თან შე­და­რე­ბით, სწრა­ფად მო­ე­დი­ნე­ბა. თუმ­ცა, ის სხვა, ერთი შე­ხედ­ვით მშვიდ მდი­ნა­რე­ებ­ზე ბევ­რად უსაფრ­თხოა. შოვ­ში ყო­ველ წვი­მას მდი­ნა­რის ადი­დე­ბის შიში ახ­ლავს, რად­გან ეს მშვი­დი მდი­ნა­რე­ე­ბი ადი­დე­ბი­სას უზარ­მა­ზარ ნა­კა­დად იქ­ცე­ვა ხოლ­მე. აქამ­დეც ყო­ფი­ლა მე­წყრის შე­დე­გად კო­ტე­ჯე­ბის წა­ლეკ­ვის შემ­თხვე­ვე­ბი. ამის შემ­დეგ მდი­ნა­რის ჯე­ბი­რიც გა­ა­მაგ­რეს, მაგ­რამ ეს ჯე­ბი­რი მის დი­ნე­ბას ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შე­ა­ჩე­რებ­და...

მე­უღ­ლემ კო­ცო­ნის­თვის ფი­ჩხის შეგ­რო­ვე­ბა და­ი­წყო, ჩვენ მოგ­ვშორ­და. მე ბავ­შვებ­თან ერ­თად მდი­ნა­რის ნა­პირ­ზე დავ­რჩი. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, შემ­ზა­რა­ვი გუ­გუ­ნის ხმა გა­ვი­გო­ნეთ. და­ახ­ლო­ე­ბით ორ წუთ­ში ქმარ­მა შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ხმით და­მი­რე­კა, მდი­ნა­რე ადიდ­და და ხი­დე­ბი, გზა წა­ი­ღოო. და­მა­რი­გა, რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წავ­სუ­ლი­ყა­ვით. სა­ბო­ლო­ოდ გა­დავ­წყვი­ტეთ ტყე­ში, შე­მაღ­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლის­კენ გა­და­ვად­გი­ლე­ბუ­ლი­ყა­ვით. ჩვენ გარ­და იქ ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი იყო, სი­ტუ­ა­ცია პა­ნი­კუ­რი გახ­ლდათ, რად­გან არ ვი­ცო­დით, რო­მე­ლი მხრი­დან გვე­ლო­დე­ბო­და სა­შიშ­რო­ე­ბა.

- იმ ად­გი­ლი­დან გა­მოს­ვლის გზა არ ჩან­და?

- ვერ­ტმფრე­ნის გარ­და ვე­რაფ­რით გად­მო­ვი­დო­დით. როცა მაშ­ვე­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ, გვი­თხრეს, წყა­ლი კვლავ გროვ­დე­ბა და თუ ახ­ლა­ვე არ გა­გიყ­ვა­ნეთ, შე­საძ­ლოა, იგი­ვე კვლავ გან­მე­ორ­დე­სო. ამ სა­უბ­რებ­ში, ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა­სა და ჩა­ნიშ­ვნის პრო­ცეს­ში და­ღამ­და კი­დეც. ფრე­ნე­ბი შე­წყდა და ტყე­ში დავ­რჩით. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ იყო სტი­ქია კვლავ დაგვტყდო­მო­და თავს. ყვე­ლა ერ­თად შე­ვიკ­რი­ბეთ, ერ­თმა­ნეთ­თან ახ­ლოს კო­ცო­ნე­ბი ავან­თეთ.

- მხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბი იყა­ვით?

- ორი უცხო­ე­ლე­ბის ოჯა­ხი იყო, ჩე­ხე­თი­დან და და­ნი­ი­დან. ჩე­ხე­თი­დან სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლი. კა­რა­ვი გვა­თხო­ვეს. გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, მა­რა­გი ბევ­რი გვაქვს და არ შე­გე­შინ­დეთ, ყვე­ლას გვე­ყო­ფაო. ვა­ზი­ა­რებ­დით სურ­სათს, კარ­ვებს, ნივ­თებს. ოდ­ნავ ხმა­ურ­ზეც პა­ნი­კა იწყე­ბო­და. ძრა­ვის ხმა­ზეც კი ყვე­ლა ფრთხე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გაწ­ვიმ­და, და­ი­წყო ჭექა-ქუ­ხი­ლი, ძა­ლი­ან შეგ­ვე­შინ­და. მალე ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ვი­ტყვეთ, რომ დრო­ნე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ ეტაპ­ზე მე­წყრის გან­მე­ო­რე­ბის საფრ­თხე აღარ იყო და ცოტა დავ­მშვიდ­დით. რო­გორც კი გა­თენ­და, ვერ­ტმფრე­ნე­ბით ონში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს. 15 ადა­მი­ა­ნი გა­დაჰ­ყავ­დათ თითო რე­ი­სით. 8-9 ასე­თი რე­ი­სი შეს­რულ­და. ონში მი­სუ­ლებს ხალ­ხი გვეხ­ვე­ო­და, გვაჩ­ვე­ნებ­დნენ ახ­ლობ­ლე­ბის ფო­ტო­ებს, ელო­დე­ბოდ­ნენ თუნ­დაც ერთ სა­ნუ­გე­შო სი­ტყვას. ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა წაგ­ვიყ­ვა­ნეს სახ­ლებ­ში, დაგ­ვა­პუ­რეს, დაგ­ვამ­შვი­დეს, სული ცოტა მოგ­ვათ­ქმე­ვი­ნეს. გა­ვი­გეთ, რომ ჩვე­ნი სას­ტუმ­რო მე­წყერს გა­და­ურ­ჩა. ნივ­თე­ბი ად­გილ­ზე გვქონ­და და პო­ლი­ცი­ას ვთხო­ვეთ დაგ­ვხმა­რე­ბოდ­ნენ. გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს მან­ქა­ნე­ბით, ჩა­ვე­დით შოვ­ში. ჩემ თვალ­წინ გა­მოჰ­ყავ­დათ ცხედ­რე­ბი. და­ვი­ნა­ხეთ ქა­ლის ცხე­და­რი, რო­მელ­საც სა­ხე­ზე ხე­ლე­ბი ჰქონ­და აფა­რე­ბუ­ლი... ეს იყო ჯო­ჯო­ხე­თი. და­ვა­პი­რეთ სას­ტუმ­რო­ში ღა­მის გა­თე­ნე­ბა, მაგ­რამ წყა­ლი არ იყო, მალე ელექტრო­ე­ნერ­გი­აც გა­ი­თი­შე­ბო­და. ზო­გა­დად, ხში­რად ირ­თვე­ბო­და ხოლ­მე ელექტრო­ე­ნერ­გია, თით­ქმის ყო­ვე­ლი წვი­მის დროს და აღარ გავ­რის­კეთ დარ­ჩე­ნა. მან­ქა­ნა ტყე­ში დარ­ჩა და ჩვენ რაჭა დავ­ტო­ვეთ.

- ამბობთ, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ხმა ისმოდა. კოტეჯებში ვერ გაიგებდნენ ამ ხმას? ან გარეთ მყოფები არ გააფრთხილებდნენ მათ, ვინც შინ იყო?

- ხმა რამდენიმე წუთით მართლაც ისმოდა, მაგრამ კოტეჯები რომც დაეტოვებინათ, ვერსად წავიდოდნენ, გაქცევას ვერაფრით მოასწრებდნენ. მეწყერი ორ ტოტად გაიშალა და კოტეჯები შუაში, ერთგვარ ალყაში მოექცა. როცა ხმაური ისმოდა, ვერ ვიგებდით, კონკრეტულად საიდან მოდიოდა ხმა. მერე კვლავ გამოჩნდა უზარმაზარი ტალღა და წამებში დაეშვა კოტეჯების მიმართულებით. ამ ტერიტორიაზე მინერალური წყლებია და ხალხი სულ არის. სასტუმროსთან პატარა ბაღიცაა, რომელიც სულ ბავშვებითა და ახალგაზრდებითაა სავსე. ამ ადგილიდან უფრო მოასწრეს გაქცევა ზედა მხარეს. მეწყერი ტალღებად მოდიოდა. რამდენიმემეტრიანი ტალღა რამდენჯერმე ჩამოწვა. გუგუნის ხმა კარგა ხანს ისმოდა, მერე ბუღმა, მტვერმა მოიცვა ყველაფერი. ჰაერში არაფერი ჩანდა.

- ღვარცოფის მიზეზებსა და წარმოშობაზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ადგილზე რას ამბობდნენ?

- ამბობდნენ, რომ თავად მყინვარის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც გზადაგზა მდინარის დაგუბება და ადიდება გამოიწვია. მდინარე ბუბა, რომელიც იმდენად მეჩხერია, რუკაზე არც კი ჩანს, სწორედ აქედან იღებს სათავეს, შემდეგ უერთდება მდინარე ჭანჭახს, რომელიც ადიდდა. წინა საღამოს ძლიერი წვიმა 15 წუთი გაგრძელდა. მსუბუქად კი წვიმდა ღამის მანძილზე. იმ ღამეს არც ელექტროენერგია გვქონდა. ადგილობრივებს წვიმის ძალიან ეშინიათ. აღმოჩნდა, რომ წარსულში კოტეჯებიც არაერთხელ წაუღია მეწყერს. ბუნებრივია, ამ მასშტაბის სტიქია არა, მაგრამ ერთეული შემთხვევები აქამდეც ყოფილა.

- აცხადებდნენ, რომ შესაძლებელი იყო, სტიქიას გადარჩენილები ტყეში ეპოვათ. შესაძლებელია, რომ თქვენ გარდა, ვინც ვერტმფრენებმა გაგიყვანათ, ტყეში ვინმე დარჩენილიყო?

- გამორიცხულია. ტყეში ვინმე რომ ყოფილიყო, ჩვენთან ერთად იქნებოდა.

- დამსვენებლების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, მეტი იყო?

- დიახ, დამსვენებელთა რაოდენობა მართლაც დიდი იყო და თუ გადარჩენა ჰქვია, გადავრჩით, რომ ეს უბედურება ღამით არ მოხდა. მსხვერპლი ბევრად მეტი იქნებოდა.

მარიტა გუტაშვილი ახლა სტიქიის ზონაში დაკარგულ ოჯახის ცხრა წევრს ეძებს. ეს სოციალურ ქსელში მის მიერ ორი წლის წინ გაზიარებული პოსტია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"...ვისაც გიყვართ რაჭა, გული შეგტკივათ შოვზე, მინდა ყველას გაგაგებინოთ როგორი დილა გაგვითენდა აქ. უკვე მერამდენე წელია საკუთარი ძალებით, საკუთარი ხელებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ის სამოთხე, რაც აქ გვაქვს. შევინარჩუნოთ მხოლოდ ჩვენთვის კი არა, მთელი საქართველოსთვის. რამდენიმე წლის წინ უხვი ნალექის გამო კურორტ შოვში მდინარე ბუმბურას ადიდების შედეგად დაზიანდა კურორტის მთავარი გზა, მდინარემ კალაპოტი გაარღვია. მაშინაც ისეთი სიტუაცია იყო (შედარებით უფრო მსუბუქი - მალე ვუშველეთ ჩვენივე ძალებით). მაშინ, მიუხედავად იმისა, რომ ონის რაიონულმა გამგეობამ ძალიან კარგად იცოდა არსებული მდგომარეობის შესახებ, მხოლოდ ამოსვლით, ნახვით, ფოტოების გადაღებითა და მწუხარების გამოხატვით შემოიფარგლა. მადლობა დიდი! ჩვენი ხელით, გელა გუტაშვილის სპეცტექნიკით გავამაგრეთ მდინარის კალაპოტი და მთლიანად გადავარჩინეთ წალეკვას შოვი. ნორმალურად შეფასებული მდგომარეობის ფონზე უნდა გაეკეთებინათ მობრძანებულ "ექსპერტებს" ჯებირები, გაემაგრებინათ კალაპოტი, მაგრამ არავინ შეწუხებულა არსებული პრობლემით. გავიდა რამდენიმე წელი... ჩვენ ისევ აქ ვართ... დღესაც იგივე ხდება, რაც მაშინ, უარესიც. მიწასთან გასწორდა მთელი კურორტი, ცარიელი ხელებით ვეღარ ვშველით. ვიცი ყველას თავის გასაჭირი აქვს და მთლიანად რაჭისთვის გათენდა ის დილა, რისიც გვეშინოდა... მაგრამ... სანამ მთელ რაჭას არ წაიღებს, მოდი, მდინარეს ჯებირები არ გავუკეთოთ და ჰესები ვაშენოთ... მარტო შოვი არა, ასეთ დღეშია გონა, ღები, ჭიორა, გლოლა, უწერა... ასეთ დღეშია ნაკიეთი და ალბათ, კიდევ ბევრი ადგილი, რაც მე ჯერ კიდევ არ ვიცი... მოგვაქციეთ ცოტა მეტი ყურადღება... არაა საჭირო ჰესების აშენება, ისედაც "ვიხრჩობით". გვეყოფა მზიანი ამინდის ყურება, სიძნელესთან გამკლავებას ერთად შევძლებთ, თუ არ დაიმალებით. გვეყოფა ზღაპრების მოყოლა, კეთილი დასასრული მაინც არც ერთს არ აქვს და ნუ ვიწვალებთ შეთხზვით თავს... მარტო საკუთარი სახლებისთვის საძირკვლის გამაგრება არ კმარა... წყლიან საძირკველში ისევ ჩადგება წყალი... ადვილად მისახვედრი ამბავია. 2020 წ".

გეოგრაფ ლევან ტიელიძის თქმით, შოვის სტიქია მყინვარ თბილისას მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო. მყინვარი მნიშვნელოვნად შემცირდა 2010-2012 წლებში. 2000-2020 წლებში კავკასიონის მყინვარების საერთო ფართობი 23%-ით შემცირდა. განსაკუთრებით მაღალი დნობა ფიქსირდება 2014 წლიდან. ფართობის შემცირების პარალელურად მცირდება კავკასიონის მყინვარების სისქე, მასა და მოცულობა. საერთო ჯამში, 2000-2019 წლებში კავკასიონის მყინვარების მასა 13 კუბური კილომეტრით შემცირდა, რაც დაახლოებით 11 მილიარდი ტონა წყლის ეკვივალენტია.

სოციალური ქსელის მომხმარებელი იხსენებს 1987 წლის აგვისტოს, როცა შოვში, მისი თქმით, იგივე მოხდა, რაც 3 აგვისტოს: "მაშინაც აგვისტო იყო, მყინვარის დნობის შედეგად ადიდდა სწორედ ეს მდინარე და სწორედ ონის ეს ხიდი წაიღო, მოსპო და გაანადგურა ყველაფერი, რაც წყალსა და მეწყერს წინ გადაეღობა." შოვში ჩავიკეტეთ. სანატორიუმში არ იყო დენი, გვიზოგავდნენ საკვებს, არ გვქონდა ტელეფონი (მობილური კავშირი არ არსებობდა). კურორტზე იყო პანიკა, ქოთქოთი. მაშინაც ვერტმფრენებს ველოდით, ყველა ერთად ვიყავით და ადგილობრივები გვამხნევებდნენ, - რაია ბოშო, პაწა გაიჭირვეთ და გოუძელით, ჩვენ სულ ამფერ დღეში ვართო. "იმ ჩაკეტილ შოვში მოწვდილი ლობიანის გემოც მახსოვს და ასანთის ბოლო ღერის სიმწარეც... მახსოვს როგორ გადმოგვიყვანეს ვერტმფრენით, სხვა დეტალებს არ გავიხსენებ... უბრალოდ გეტყვით, რომ მიუხედავად სტიქიის მასშტაბისა, არ ყოფილა მსხვერპლი; მსხვერპლი არ იყო იმიტომ, რომ მდინარის კალაპოტში არც კოტეჯებს აშენებდნენ, არც სასტუმროებსა და რესტორნებს, არც ხეტყეს ანადგურებდნენ ამ რაოდენობით; ზუსტად ვიცი, ეს დღე განმეორდება დარიალის ხეობაში, ბახმაროში, გომისმთაზე - ყველგან, სადაც ადამიანთა გაუმაძღრობასა და სიხარბეს ზღვარი აღარ აქვს..."

შოვის სტიქიის მიზეზად უწყება რამდენიმე მიზეზს ასახელებს: "მდ. ბუბასწყლის ხეობაში მყინვარების, ბუბა და თბილისას ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ნალექმა დინამიკაში მოიყვანა ხეობაში არსებული მყარი ნატანი. ასევე, ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ. სანაპირო მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რაც შემდგომ გადაიზარდა ღვარცოფში". განცხადებაში აღნიშნულია, რომ მდ. ბუბისწყალი არ ხასიათდებოდა ღვარცოფული მოვლენებით და მასშტაბური ღვარცოფის გავლას ამ ტერიტორიაზე ადგილი არ ჰქონია, თუმცა, სტიქიის დროს მოხდა 5 პროცესის თანხვედრა, რამაც აღნიშნული შედეგი გამოიწვია.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი ბოიჩენკოს განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ნაგებობები არ იდგა შესაბამის ადგილებში. ახალი ნაგებობები, კოტეჯებიც უშუალოდ მდინარის კალაპოტში იყო განთავსებული: "შეიძლება ვინმეს ჰგონია, რომ ეს არ არის კალაპოტი, რადგან იქ წყალი არ მოდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ათი წლის მერე უცებ არ მორეცხავს წყალი იმ ადგილს".

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი მეგრელიძის თქმით, პროცესების წინასწარ შეფასება შესაძლებელი იყო, თუმცა პროგნოზირება, ფაქტობრივად, გამორიცხული.

ლევან ტიელიძე კი თავის ერთ-ერთ მიმართვაში წერს: "ის თუ გვახსოვს, რომ "ბუნება მბრძანებელია", მაშინ ისიც უნდა შევიგნოთ, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგები მეტად უნდა იყოს ქვეყანაში დაფასებული. განსაკუთრებით ეს ეხება გეოგრაფიას, გეოლოგიას და გეოფიზიკას... ქვეყანა ვერასდროს იქნება განვითარებული, თუ მასში მეცნიერება არაა განვითარებული".

შორენა ლაბაძე

ჟურნალი "გზა"