ლიბიის დედაქალაქში სამხედრო შეტაკებებია - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში? - კვირის პალიტრა

ლიბიის დედაქალაქში სამხედრო შეტაკებებია - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში?

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში სამხედრო შეტაკებებია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ადგილობრივ მოსახლეობასა და მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რამდენიმე თვიანი შედარებითი სიწყნარის შემდეგ, წინა ღამით ტრიპოლის სხვადასხვა ნაწილში სამხედრო შეტაკებები მოხდა, რაც ამ მომენტამდე გრძელდება. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის, მიუწვდომელია.

ლიბიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დედაქალაქის ბევრი მცხოვრები სახლებს ვერ ტოვებს. განცხადებაში ისინი დაპირისპირებულ მხარეებს მიმართავენ, რომ რაიონებში სასწრაფო დახმარების ჯგუფებს შესვლის საშუალება მისცენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაპირისპირება 444-ე ბრიგადასა და სპეციალურ შემაკავებელ ძალებს შორის მოხდა. აღნიშნული ჯგუფები ლიბიის დედაქალაქის ყველაზე ძლიერ სამხედრო ჯგუფებად მიიჩნევა.

"ინტერპრესნიუსი"