"მეუღლესთან დაშორებული ვარ, იდუმალი პირადი ცხოვრება მაქვს..." - როგორ ცხოვრობს რეალურად ჩცდ-ს ახალი პერსონაჟი? - კვირის პალიტრა

"მეუღლესთან დაშორებული ვარ, იდუმალი პირადი ცხოვრება მაქვს..." - როგორ ცხოვრობს რეალურად ჩცდ-ს ახალი პერსონაჟი?

მსა­ხი­ო­ბი თეკო ჩუ­ბი­ნი­ძე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სე­რი­ა­ლი­დან "შუა ქა­ლაქ­ში" გა­იც­ნო, შემ­დეგ იყო "ჟამი ყვა­ვი­ლო­ბი­სა", "ქა­ღალ­დის ტყვია", "რუ­სუ­ლი სამ­კუ­თხე­დი" და შემ­დეგ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზა, სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი... ახ­ლა­ხან სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" მა­რის როლ­ში მოგ­ვევ­ლი­ნა. მა­რის მე­უღ­ლე პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია, აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი. რო­გორ შექ­მნა ეს პერ­სო­ნა­ჟი და რა გან­ცდაა წლე­ბის შემ­დეგ, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე დაბ­რუ­ნე­ბა? - ამის შე­სა­ხებ თეკო თა­ვად გვე­სა­უბ­რა.

- ეკ­რან­ზე დიდ­ხანს აღარ ჩან­დი. ამ შე­მოქ­მე­დე­ბით პა­უ­ზა­ზე რას გვე­ტყვი?

- დიახ, დიდი ხა­ნია გა­და­ღე­ბე­ბი აღარ მქო­ნია, თე­ატ­რშიც 2019 წლამ­დე ვთა­მა­შობ­დი. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და, კას­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი ვი­ყა­ვი, გა­და­ღე­ბებ­ზე ვმუ­შა­ობ­დი, ფილ­მე­ბის­თვის, რეკ­ლა­მე­ბის­თვის ვარ­ჩევ­დით მსა­ხი­ო­ბებს. ბოლო ფილ­მი, რო­მელ­ზეც ვი­მუ­შა­ვე, სოსო ბლი­ა­ძის "ოთა­რის სიკ­ვდი­ლი" იყო. ბოლო დროს და­ვინ­ტე­რეს­დი ფსი­ქო­ლო­გი­ით, შემ­დეგ - ფსი­ქოდ­რა­მით, რო­მე­ლიც ჩემს პრო­ფე­სი­ას­თან ირი­ბად კავ­შირ­შია. მო­ვინ­დო­მე, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნათ­ლე­ბა მი­მე­ღო და სას­წავ­ლებ­ლად გერ­მა­ნი­ა­ში წა­ვე­დი.

ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ, რად­გან კას­ტინ­გი გა­ვი­ა­რე და "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" მა­რის როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს. პე­რი­ო­დუ­ლად ჩავ­დი­ვარ გერ­მა­ნი­ა­ში, მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში მინ­დო­და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა, მაგ­რამ აქ გა­და­ღე­ბე­ბი აქ­ტი­უ­რად და­მე­წყო და ეს გეგ­მა დრო­ე­ბით და­ვა­პა­უ­ზე. ასე­ვე ჩარ­თუ­ლი ვარ სო­ცი­ა­ლუ­რი თე­ატ­რის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ვფიქ­რობ, ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. სო­ცი­ა­ლუ­რი თე­ატ­რი ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რია, მა­ყუ­რე­ბე­ლი თა­ვად ერ­თვე­ბა ამ პრო­ცეს­ში, თა­ვად ჰყვე­ბა ამ­ბებს და შემ­დეგ იმპრო­ვი­ზე­ბუ­ლად ხდე­ბა გა­თა­მა­შე­ბა. თე­რა­პი­ის ეფექ­ტიც კი აქვს. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა ძალ­ზე მა­ინ­ტე­რე­სებს და ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ და­ფუძნ­დე­ბა და გან­ვი­თარ­დე­ბა. ახლა მთლი­ა­ნად "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ზე" ვარ გა­დარ­თუ­ლი.

- შენს პერ­სო­ნაჟს მარი ჰქვია. მის შე­სა­ხებ მი­ამ­ბე, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის­თვის, ეს პერ­სო­ნა­ჟი რი­თაა სა­ინ­ტე­რე­სო?

- სა­ინ­ტე­რე­სო იმით არის, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ჩემ­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. მსა­ხი­ო­ბებს კი ასე­თი რო­ლე­ბი მე­ტად გვა­ინ­ტე­რე­სებს. მარი ცო­ტა­თი შტე­რი გო­გოა, ცო­ტა­თი ამ­ბი­ცი­უ­რი, მი­ა­მი­ტიც, გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლიც. ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ნა­ცხოვ­რე­ბი ქა­ლის სი­ტუ­ტუ­ცე სჭირს; ცო­ტა­თი და­უ­ფიქ­რე­ბე­ლიც არის, ზე­და­პი­რუ­ლი, რა­ღაც მო­მენ­ტში მი­უ­ღე­ბე­ლიც და ამ ყვე­ლაფ­რით ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა. ოქ­როს შუ­ა­ლე­დის პოვ­ნაა სა­ჭი­რო ამ პერ­სო­ნა­ჟის თა­მა­ში­სას, მისი ეს თვი­სე­ბე­ბი რომ გა­მო­იკ­ვე­თოს, მაგ­რამ ძა­ლი­ან შტე­რი და სუ­ლე­ლიც არ გა­მოჩ­ნდეს.

- რო­დე­საც სცე­ნა­რი გად­მო­გიგ­ზავ­ნეს, ბუ­ნებ­რი­ვია, პერ­სო­ნა­ჟის სახე წარ­მო­სახ­ვა­ში ჩა­მო­გი­ყა­ლიბ­და, მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი რო­გორ და­ი­წყე? მისი მა­ნე­რე­ბი, სა­უბ­რის სტი­ლი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ოჯა­ხებს და­აკ­ვირ­დი? აქვე გკი­თხავ, მა­რის რე­ა­ლუ­რი პრო­ტო­ტი­პი ჰყავს?

იხილეთ სრულად