“გამოიკვეთა შოვის სტიქიის განვითარების ეტაპები…" - გამოქვეყნდა შოვის სტიქიის რეკონსტრუქცია: რას წერს სეისმოლოგი? - კვირის პალიტრა

“გამოიკვეთა შოვის სტიქიის განვითარების ეტაპები…" - გამოქვეყნდა შოვის სტიქიის რეკონსტრუქცია: რას წერს სეისმოლოგი?

სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ოგ­რა­ფი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ლაშა სუ­ხიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 15 აგ­ვის­ტოს­თვის არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით შო­ვის სტი­ქი­ის რე­კონ­სტრუქ­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს

"შო­ვის სტი­ქი­ის რე­კონ­სტრუქ­ცია 15 აგ­ვის­ტოს­თვის არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით:

MAXAR-ის სა­ტე­ლიტ Worldview 3-ის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით გა­მო­იკ­ვე­თა შო­ვის სტი­ქი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პე­ბი, რო­მე­ლიც შე­ივ­სო სა­ქარ­თვე­ლოს სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის მა­სა­ლე­ბით.Planet-ის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებ­ზე წყლის ინ­დექ­სის გა­დათ­ვლამ გვაჩ­ვე­ნა, რომ სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრში სტი­ქი­ამ­დე ხდე­ბა წყლის დაგ­რო­ვე­ბა და გავ­რცე­ლე­ბა, რაც თოვ­ლის ინ­ტენ­სი­ურ დნო­ბა­სა და სტი­ქი­ის­წი­ნა პე­რი­ოდ­ში მო­სულ წვი­მებს უნდა უკავ­შირ­დე­ბო­დეს (ვი­დეო).ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წყლის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით დაგ­რო­ვე­ბამ გა­ა­აქ­ტი­უ­რა გა­მო­ფი­ტუ­ლი ქა­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის პრო­ცე­სი და 3 აგ­ვის­ტოს 14 სა­ათ­სა და 57 წუთ­ზე 57000 მ2 ფარ­თო­ბის და და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რის (მო­ცუ­ლო­ბა აღე­ბუ­ლია გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცე­მი­დან) კლდის მა­სი­ვი და­იძ­რა. დაძ­რუ­ლი სხე­უ­ლი ჩა­მო­ყა­ლიბ­და კლდეზ­ვა­ვად და და­ახ­ლო­ე­ბით 20 წამ­ში მი­აღ­წია მყინ­ვა­რამ­დე (სუ­რა­თი 1, სუ­რა­თი 2-ის და სუ­რა­თი 3-ის პრო­ცე­სი 1);

მყინ­ვარ­ში და მყინ­ვა­რის ფსკერ­ზე ვვა­რა­უ­დობთ ძა­ლი­ან უხე­ში შე­ფა­სე­ბით 50 000 მ3 თხე­ვად წყალს, თუ მე­ტია, რამ­დე­ნი­მე­ჯე­რა­დად მეტი წყა­ლი ნაკ­ლე­ბად გვგო­ნია. ზვა­ვის მყინ­ვარ­ზე მოქ­მე­დე­ბამ გა­მო­იწ­ვია GLOF, ანუ მყინ­ვა­რუ­ლი, ზე­და­პირ­ზე უხი­ლა­ვი, «ტბის» გას­კდო­მა და თხე­ვა­დი წყლის გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ამ პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნა გაგ­რძელ­და და­ახ­ლო­ე­ბით 45 წამი (სუ­რა­თი 2 და სუ­რა­თი 3, პრო­ცე­სი 2);

კლდეზ­ვა­ვის მყინ­ვარ­ზე მოქ­მე­დე­ბამ გა­მო­იწ­ვია მყინ­ვა­რის ძა­ლი­ან მცი­რე მო­ცუ­ლო­ბით გად­ნო­ბა, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ 1-2 ათე­ულ ათას კუ­ბურ მეტრ წყალს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს (მო­დე­ლი­რე­ბის ამო­ცა­ნაა და შემ­დე­გაა და­ზუს­ტე­ბა­დი);

რე­ლი­ე­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ნა­კა­დი გა­და­ად­გილ­დე­ბა ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით: ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბაა სამ­ხრე­თის, სა­დაც ძი­რი­თა­დად მოძ­რა­ობს წყლით მდი­და­რი ნა­კა­დი, ხოლო მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბაა სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თი სა­დაც მყა­რი მა­სა­ლის კონ­ცენ­ტრა­ცია, წინა ნა­კად­თან შე­და­რე­ბით, მე­ტია. ეს გრძელ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 10 წამი (სუ­რა­თი 2 და სუ­რა­თი 3, პრო­ცე­სი 3);

მყა­რი მა­სა­ლით შე­და­რე­ბით მდი­და­რი ნა­კა­დი სამ­ხრე­თის­კენ მოხ­ვე­ვამ­დე ინერ­ცი­ით ეჯა­ხე­ბა კე­დელს და ხდე­ბა მისი შე­და­რე­ბით და­ცხრო­მა (სუ­რა­თი 2 და შე­ჯა­ხე­ბა - სუ­რა­თი 3, პრო­ცე­სი 4);

ორი­ვე ნა­კადს, გზად, სა­ვა­რა­უ­დოდ უწევთ მყინ­ვა­რე­ბის ნაპ­რა­ლებ­ში მყა­რი მა­სა­ლის ჩა­ტო­ვე­ბა, მყინ­ვა­რის ზედა თხე­ლი, რბი­ლი ფე­ნის მოხ­სნა და ამის გამო იზ­რდე­ბა ნა­კად­ში წყლის კონ­ცენ­ტრა­ცია. შე­სა­ბა­მი­სად ლურჯ ზო­ნა­ში გა­დას­ვლი­სას (სუ­რა­თი 4) ნა­კადს აქვს წყალ­დი­დო­ბის სახე (თუმ­ცა დაახ. 150 000 მ3 მა­სა­ლას ისევ გა­და­ად­გი­ლებს, ზოგს ად­გილ­ზეც ტო­ვებს), სე­ის­მურ ჩა­ნა­წერ­ში რხე­ვის ამ­პლი­ტუ­დე­ბიც შე­და­რე­ბით «მშვიდ­დე­ბა» (სუ­რა­თი 2 და სუ­რა­თი 3, პრო­ცე­სი 5). ეს გრძელ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 40 წამი. აქვე ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ ლურჯ ზო­ნა­ში არ­სე­ბულ მცე­ნა­რე­ულ კუნ­ძუ­ლებს, რომ­ლე­ბიც არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა;

ნა­კა­დის მდი­ნა­რის ხე­ო­ბა­ში შეს­ვლის შემ­დეგ იწყე­ბა ნი­ა­და­გის და გა­მო­ფი­ტუ­ლი ძი­რი­თა­დი ქა­ნე­ბის ერო­ზია და ამ 5.5 კმ-იან მო­ნაკ­ვეთ­ში ყა­ლიბ­დე­ბა ღვარ­ცო­ფი. ერო­ზი­რე­ბუ­ლი ფარ­თო­ბი მი­ნი­მუმ 500 000 მ2-ია, ალ­ბათ 750 000 მ2-მდეც. ესეც მო­დე­ლი­რე­ბის ამო­ცა­ნაა, მაგ­რამ აქ ვვა­რა­უ­დობთ 1 მლნ მ3 მყა­რი მა­სა­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბას (სუ­რა­თი 4). ღვარ­ცო­ფის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და შო­ვამ­დე მის­ვლას დას­ჭირ­დე­ბო­და 5 წუთი ან მეტი დრო (სუ­რა­თი 2, პრო­ცე­სი 6);

შოვ­ში 540000 მ2 ფარ­თობ­ზე ღვარ­ცოფ­მა და­ტო­ვა სა­ვა­რა­უ­დოდ 1 მლნ მ3 მა­სა­ლა (სუ­რა­თი 4, წი­თე­ლი ზონა), ხოლო შოვი გა­ი­ა­რა და რი­ონს მი­აღ­წია 230-500 ათას­მა მ3 მა­სა­ლამ (სუ­რა­თი 4, მწვა­ნე ზონა). წი­თე­ლი ზო­ნის სა­შუ­ა­ლო სიღ­რმედ აღე­ბუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 2 მეტ­რი (და­სა­ზუს­ტე­ბე­ლია), ხოლო მწვა­ნე ზო­ნის სა­შუ­ა­ლო სიღ­რმედ 1 მეტ­რი, რაც ეყ­რდნო­ბა გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს (გ.ე.ს.) მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ჰიდ­რო­ლო­გი­უ­რი სად­გუ­რის დო­ნის ჩა­ნა­წე­რებს (სუ­რა­თი 5), სა­დაც 3 აგ­ვის­ტო­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი დონე, მი­ნი­მუმ რამ­დე­ნი­მე დღე, მო­მა­ტე­ბუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 1 მეტ­რით, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ ღვარ­ცო­ფუ­ლი მა­სა­ლის და­ლექ­ვის გავ­ლე­ნით უნდა იყოს. ასე­თი ფარ­თო­ბი არის 230000 მ2, ამი­ტომ აქ მა­სა­ლას ვვა­რა­უ­დობთ 230000-დან უხე­შად 500000 მ3-მდე (სუ­რა­თი 4). ესაც მო­დე­ლი­რე­ბის შე­დე­გად უნდა და­ზუს­ტდეს;

სულ რა რა­ო­დე­ნო­ბის ღვარ­ცო­ფის მყარ მა­სა­ლას ვვა­რა­უ­დობთ? და­ახ­ლო­ე­ბით 1500000 მ3-ს;

სულ რა მო­ცუ­ლო­ბის წყალს ვვა­რა­უ­დობთ?

შოვ­თან და­ახ­ლო­ე­ბით უხე­შად 250000 მ3, სა­თა­ვე­ში ბევ­რად ნაკ­ლებს;

სა­თა­ვე­ში სად ინა­ხე­ბო­და წყა­ლი?

სა­ვა­რა­უ­დოდ მყინ­ვარ­ში და მყინ­ვა­რის ფსკერ­ზე. მყინ­ვა­რის ფსკე­რის რე­ლი­ე­ფი არ გვაქვს, გვაქვს ზე­და­პი­რის რე­ლი­ე­ფი. თუ ზე­და­პი­რის რე­ლი­ე­ფის მი­ხედ­ვით ფსკერ­ზე ვიმ­სჯე­ლებთ, სა­წყის ზო­ნა­ში, ფერ­დო­ბის მი­უ­ხე­და­ვად უნდა იყოს ორი მოს­წო­რე­ბუ­ლი ან ჩაღ­რმა­ვე­ბუ­ლი ად­გი­ლი. მათი ფარ­თო­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 1 ჰა-ია (სუ­რა­თი 6), რაც წყლის­თვის რე­ზერ­ვუ­ა­რი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო; იხელეთ სრულად