"როდესაც შენი მთავრობა ემსახურება რუსებს, ამერიკელი მუსიკოსიც იფიქრებს, რომ რუსები შენი ძმები არიან" - სალომე სამადაშვილი The Killers-ის სკანდალურ კონცერტზე
"ლელოს" წევრი, პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი გუშინ "ბლექსი არენაზე" გამართულ "კილერსის" კონცერტს ეხმაურება, რომელიც სცენაზე რუსი დრამერის აყვანის გამო, კინაღამ ჩაიშალა.
"როდესაც შენი მთავრობა ემსახურება რუსებს, ამერიკელი მუსიკოსიც იფიქრებს, რომ რუსები შენი ძმები არიან.თუ რუსული მთავრობა ცნობილი გემის გზაზე არ გავუშვით, ძალიან მალე ისევ ახსნა მოგვიწევს, რომ საქართველო-რუსეთი არაა", - წერს სალომე სამადაშვილი სოცქსელში.