"ომი დიდხანს გაგრძელდება" - უკრაინის ვიცე-პრემიერის მძიმე პროგნოზი - კვირის პალიტრა

"ომი დიდხანს გაგრძელდება" - უკრაინის ვიცე-პრემიერის მძიმე პროგნოზი

უკრაინელები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება და წლის ბოლომდე ან მომავალ გაზაფხულამდე არ დასრულდება, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

"როდემდე გაგრძელდება ომი? გულწრფელები უნდა ვიყოთ - ამ ომში გამარჯვების გზა გრძელი და რთული იქნება. "2-3 კვირა", "წლის ბოლომდე", "მომავალი გაზაფხულზე" - ეს ყველაფერი. არ შეესაბამება სიმართლეს“, - წერს უკრაინის ვიცე პრემიერი.

მისი თქმით, როგორც ქვეყნის მოქალაქეები, ისე ხელისუფლება უნდა მოემზადოს ხანგრძლივი და რთული ომისთვის, რათა ქვეყანამ გამარჯვებას მიაღწიოს. „განწყობილი ვართ მარათონისთვის და არა სპრინტისთვის, თორმეტრაუნდიანი და არა სამრაუნდიანი ბრძოლისთვის“, - დასძინა ვერეშჩუკმა.

"ინტერპრესნიუსი"