"ჩვეულებრივი ამბავი გახდა სხვადასხვა ღონისძიებაზე რუსების ჩვენს თავზე დასმა" - როგორ ეხმაურებიან The Killers-ის ანტირუსულ აქციად ქცეულ კონცერტს საქართველოში? - კვირის პალიტრა

"ჩვეულებრივი ამბავი გახდა სხვადასხვა ღონისძიებაზე რუსების ჩვენს თავზე დასმა" - როგორ ეხმაურებიან The Killers-ის ანტირუსულ აქციად ქცეულ კონცერტს საქართველოში?

Black Sea Arena-ზე გა­მარ­თუ­ლი The Killers-ის კონ­ცერ­ტი სკან­და­ლად მას მერე იქცა, რაც ჯგუფ­მა სცე­ნა­ზე დრა­მე­რად რუსი ახალ­გაზ­რდა აიყ­ვა­ნა.

მსმე­ნელ­თა თქმით, მუ­სი­კოს­მა დრა­მერს ჰკი­თხა, სა­ი­დან იყო, რა­ზეც უპა­სუ­ხა, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა, ამას კი დარ­ბა­ზი­დან პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით The Killers-ის მუ­სი­კოს­მა ხალ­ხს მი­მარ­თა, რომ რუსი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ძმე­ბი არი­ან და დრა­მერს დაკ­ვრის სა­სუ­ა­ლე­ბა მის­ცა, რა­საც პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა.

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი­დან გა­ვი­და, შე­ძა­ხი­ლე­ბით: “რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია”, “პუ­ტი­ნი მკვლე­ლია”.

მომ­ხდა­რის შემ­დეგ გან­ცხა­დე­ბა გავ­რცელ­და The Killers-ის "ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე, რო­მელ­შიც წე­რენ, რომ არ სურ­დათ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­ნა­წყე­ნე­ბა:

"ძვირ­ფა­სო ქარ­თვე­ლო ხალ­ხო, ჩვე­ნი გან­ზრახ­ვა არას­დროს ყო­ფი­ლა ვინ­მეს შე­უ­რა­ცხყო­ფა! ჩვენ გვაქვს დიდი ხნის ტრა­დი­ცია დრა­მებ­ზე და­საკ­ვრე­ლად ხალ­ხის და­პა­ტი­ჟე­ბის და სცე­ნი­დან ჩან­და, რომ ხალ­ხის თავ­და­პირ­ვე­ლი პა­სუ­ხი მი­ა­ნიშ­ნებ­და, რომ დღეს სცე­ნა­ზე აუ­დი­ტო­რი­ი­დან ამოყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნი მი­სა­ღე­ბი იყო. ჩვენ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ კო­მენ­ტა­რი, რომ­ლის მი­ზა­ნიც იყო ეთ­ქვა, რომ The Killers-ის აუ­დი­ტო­რია და ფა­ნე­ბი "ძმე­ბი და დები არი­ან", შე­საძ­ლოა არას­წო­რად იქნა გა­გე­ბუ­ლი. ჩვენ არ გვინ­დო­და ვინ­მეს გა­ნა­წყე­ნე­ბა და ბო­დიშს გიხ­დით. თქვენ­თან ერ­თად ვართ და იმე­დი გვაქვს, რომ მალე დავ­ბრუნ­დე­ბით“, - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მომ­ხდა­რი ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გან­ხილ­ვის მთა­ვა­რი თე­მაა, გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე გა­მოხ­მა­უ­რე­ბას:

ეკა აბა­ში­ძე, პროგ­რა­მის­ტი:

"რო­გორც სა­კუ­თარ თავს მო­ვა­ლედ ვთვლი­დი, რომ The Killers | Black Sea Arena კონ­ცერ­ტი­დან დას­რუ­ლე­ბამ­დე წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, ისე რა­ღაც­ნა­ი­რად მო­ვა­ლედ ვთვლი, რომ ეს სტა­ტუ­სი დავ­წე­რო, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქემ.

აი, ისე­თი კონ­ცერ­ტი მი­დი­ო­და, ისე იხარ­ჯე­ბო­და ჯგუ­ფი და იმ­დე­ნად დიდი მუხ­ტი იგ­რძნო­ბო­და, არ მე­გო­ნა, რომ იქ სა­ერ­თოდ ვინ­მეს რამე მო­უშ­ხა­მავ­და ხა­სი­ათს, მით უმე­ტეს მე - ასე­თი ბედ­ნი­ე­რი დიდი ხა­ნია არ ვყო­ფილ­ვარ.ყვე­ლა­ზე დიდი ტრა­გე­დია მგო­ნი ის კი არაა, რაც მოხ­და, არა­მედ ფაქ­ტობ­რი­ვად ემო­ცია რომ არ გექ­ნე­ბა ადა­მი­ანს, იმ­დე­ნად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი გახ­და სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, სივ­რცე­ში, ვი­თა­რე­ბა­ში რუ­სე­ბის ჩვენს თავ­ზე დას­მა.

ბრენ­დონ ფლა­უ­ერ­სმა იმ ადა­მი­ანს ჰკი­თხა ეროვ­ნე­ბა და მერე დარ­ბაზს - He is Russian, is it ok? უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხის მერე რა­ღაც კონ­სულ­ტა­ცია გა­ი­ა­რა, და ცოტა ხან­ში მა­ინც (!) ვხე­დავთ რუსს დრა­მებ­თან.

1) უც­ნა­უ­რია - თუ არაფ­რის აზ­რზე არ იყო, რა­ტომ იკი­თხა, ვინ­მეს აყ­ვა­ნა ეროვ­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე not ok ხომ არ იქ­ნე­ბო­და?

2) ცხა­დია, როცა ქვე­ყა­ნა­ში ჩა­დი­ხარ ასე­თი ჯგუ­ფი, მთელ გა­მოკ­ვლე­ვას ვერ და­ი­წყებ, მაგ­რამ ვინ­მემ რამე ინ­ფორ­მა­ცია, ერ­თგვა­რი "მემო" უნდა მო­გა­წო­დოს. თუ იმ ჯგუფს არ ჰყავს მსგავ­სი არა­ვინ... Well, იდე­ა­ში ყვე­ლამ ვი­ცით ვისი საქ­მე იყო ეგ, და თუ მა­ინც არ მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, ადა­მი­ან­მა იკი­თხა იქვე და რუს­ზე მწვა­ნე აუნ­თეს, ისევ ვი­ცით, სად მი­დის ის­რე­ბი;

3) ძმო­ბა­ზე სა­უბ­რის ამ­ბავ­ში ჩემი აზ­რით ბრენ­დონ­ზე შედ­გო­მა სი­გი­ჟეა, რა სა­სი­ა­მოვ­ნოა ადა­მი­ა­ნი გა­მო­დი­ო­დე, ყვე­ლა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყოს და სი­ტუ­ა­ცია ასე უცებ ჩა­მო­ი­შა­ლოს და ამ­ხე­ლა დარ­ბა­ზი უარ­ყო­ფი­თად გე­პყრო­ბო­დეს - ჯგუ­ფის მი­ზა­ნიც სავ­სე­ბით ლე­გი­ტი­მუ­რია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა იყოს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო. ეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ჩვენ­თვის რას ნიშ­ნავს და რა ნა­რა­ტი­ვია, მგო­ნი ძნე­ლი და­სა­ჯა­რე­ბე­ლია, რომ შე­იძ­ლე­ბა, ბრენ­დონ­მა იცო­დეს.

4) ჩემ­და და თქვენ­და სა­სი­ხა­რუ­ლოდ, იყო ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემი და უფრო ახალ­გაზ­რდა (ე.წ. Gen Z) თა­ო­ბი­დან, ვინც არ იყი­დე­ბა "კარ­ტო­ფილ­ზე", უბ­რა­ლოდ გა­მო­ვი­და იქი­დან და არ გა­აგ­რძე­ლა "ძიგ­ძი­გი" და ამა თუ იმ ფორ­მით გა­მო­ხა­ტა პრო­ტეს­ტი. მე­ო­რე მხრივ, თან ტრა­გე­დი­უ­ლი და თან სა­სა­ცი­ლო­ცაა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს ხე­დავ, რომ­ლე­ბიც სიმ­ღე­რებს შო­რის "ბუუ"-ს ყვი­რი­ან, სიმ­ღე­რე­ბის დროს კი ისევ მაგ­რად ერ­თო­ბი­ან. ამა­თი პო­ზი­ცი­ე­ბი სა­ერ­თოდ სად ლაგ­დე­ბა?

კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რი­ე­ბი არ მიყ­ვარს, ცოტა უც­ნა­უ­რი­ცაა ვთქვათ, რომ რა­ღაც "შეთ­ქმუ­ლე­ბის" ვა­რი­ან­ტი იყო მა­ინ­ცდა­მა­ინც რუსი დრა­მე­რის აყ­ვა­ნა სცე­ნა­ზე. ზღვის­პი­რეთ­ში იმ­დე­ნი რუ­სია (რა­ტომ და რამ­დე­ნად მწვა­ნე აქვთ ამათ ან­თე­ბუ­ლი სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ფერ­ში, ეგ ცალ­კე სა­კი­თხია), შე­იძ­ლე­ბა შემ­თხვე­ვი­თაც და­ე­დო ვინ­მეს­თვის ხელი, მაგ­რამ ამის აღ­კვე­თა რომ არ მოხ­და, ესაა ამ­ბა­ვი.და კი­დევ მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი ისაა, რომ ყველ­გან და ყვე­ლა­ნა­ი­რად, ზოგ­ჯერ შემ­თხვე­ვით, ზოგ­ჯერ კი ნაკ­ლე­ბად - იტეს­ტე­ბა, რამ­დე­ნად დიდი დო­ზით შეგ­ვიძ­ლია რუ­სე­ბის ატა­ნა. სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩემი აზ­რით - დღე­ვან­დე­ლი ტეს­ტი მათ სა­სარ­გებ­ლოდ ჩა­ბარ­და. რა­ტომ? იხ. N. 4-ის და­სას­რუ­ლი.

P.S. მად­ლო­ბა LOUDSPEAKERS-ს გა­მო­ხა­ტუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის­თვის ერთი მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და ევ­რო­პუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის, მე­ო­რე მხრივ კი უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რის კუ­თხით!!!"

და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი:

"რა ბედი აქვს ისე ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას? იფიქ­რეს, ქი­ლე­რებს ჩა­მი­ვიყ­ვანთ, ჯენ­ზი თა­ო­ბის მომ­ხრო­ბის ამ­ბავ­ში გა­მოგ­ვად­გე­ბაო და მო­რი­გი ან­ტი­რუ­სუ­ლი აქ­ცია შერ­ჩათ ბო­ლოს ხელ­ში. #FuckRussia" (გააგრძელეთ კითხვა)