უკრაინელებმა დონეცკის ოლქის დასახლება უროჟაინოე გაათავისუფლეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის დასახლება უროჟაინოე გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ავრცელებს.
„უროჟაინოე გათავისუფლებულია. სამხედროები პოზიციებზე მაგრდებიან. შეტევითი ოპერაცია გრძელდება“, - განაცხადა მალიარმა.
მისივე თქმით, მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, შეტევითი მოქმედებები ასევე ბახმუტის, მელიტოპოლის და ბერდიანსკის მიმართულებებზე გრძელდება.
"ინტრეპრესნიუსი"