მთიანი ყარაბაღის აქტივისტები რუს სამშვიდობოებს დაუპირისპირდნენ - კვირის პალიტრა

მთიანი ყარაბაღის აქტივისტები რუს სამშვიდობოებს დაუპირისპირდნენ

მთიანი ყარაბაღის აქტივისტებმა რუსი სამშვიდობოების ბაზასთან მისასვლელი გზა გადაკეტეს. ინფორმაციას „კავკაზსკი უზელი“ ავრცელებს.

აქციის მონაწილეები რუს სამშვიდობოებს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ, რომელიც მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩატარების უსაფრთხოების უზრუნველყოფას გულისხმობს.

სააგენტოს ინფორმაციით, რუსი სამშვიდობოების კონტინგენტის დისლოკაციის ადგილზე არსებული გზა ორივე მიმართულებით გადაკეტილია.

"ინტერპრესნიუსი"