"ბელადის" სეიფში ნაპოვნი 3,6 მლნ რუბლი და მე-5 ადგილი Time-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში - რა ქონებას ფლობდა სტალინი - კვირის პალიტრა

"ბელადის" სეიფში ნაპოვნი 3,6 მლნ რუბლი და მე-5 ადგილი Time-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში - რა ქონებას ფლობდა სტალინი

შოვის მეწყერს გადაურჩა ე.წ. სტალინის სახლი, რომელიც გერმანელებმა სწორედ სსრკ-ს ყოფილი მმართველის ბრძანებით ააშენეს და როგორც ამბობენ, მშენებლობისას არც ერთი ლურსმანი არ გამოიყენეს. ამბობენ იმასაც, რომ აგარაკის აშენება თავად სტალინს ცოტა დაბლა, მდინარესთან ახლოს სურდა, თუმცა გერმანელმა ინჟინრებმა ამაზე კატეგორიული უარი განაცხადეს, რის შემდეგადაც შეიცვალა პროექტი და სახლი აშენდა, იქ სადაც დღეს არის. მართალია, სტალინი იქ არასდროს არ ყოფილა, თუმცა დღემდე ამ სახლს სწორედ „სტალინის სახლს“ უწოდებენ.

გარდა შოვისა, სტალინს აგარაკები ჰქონდა მოსკოვში, სოხუმში, სოჭში, ყირიმში და ა.შ. ის ფლობდა სხვა სიმდიდრეებსაც.

და მაინც, რა ქონებას ფლობდა იოსებ სტალინი:

2015 წელს ჟურნალმა, Time-მა მსოფლიო ისტორიაში უმდიდრესი ადამიანების სიაში მეხუთე ადგილზე სსრკ-ის ლიდერი, იოსებ სტალინი დაასახელა. ჟურნალმა „ბელადის“ სიმდიდრედ გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 9,6%-ზე კონტროლი მიიჩნია. ამასთან, Time-ის მიერ გამოკითხული მეცნიერები აცხადებდნენ, რომ მართალია, ეს რესურსი პირადად სტალინს არ ეკუთვნოდა, მაგრამ მას დიდი ეკონომიკური ძალაუფლება ჰქონდა.

რა შეეხება სტალინის პირად ფულს, ისტორიკოს ალექსანდრ კოლესნიკის ნაშრომების მიხედვით დგინდება, რომ „ბელადის“ ე.წ. ასკეტურ ცხოვრებაზე და ქონების მიმართ უინტერესობაზე გავრცლეებული ისტორილი ცნობები მხოლოდ მითია.

კერძოდ, დღემდე გასაიდუმლებულია 1953 წლის 5 მარტს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ მის მოსაცდელში არსებული სეიფის გახსნის აქტი. თუმცა, ისტორიკოს კოლესნიკის ცნობით, სეიფში 3, 600 მლნ საბჭოთა რუბლი და დიდი ოდენობით უცხოური ვალუტა იქნა ნაპოვნი. ისტორიკოსი ამ ღონისძიებაზე დამსწრე ოფიცერთა ჩვენებებს ეყრდნობა. ირკვევა, რომ ისოებ ბესარიონის ძე სოლიდურ ჰონორარებს იღებდა და შესაძლოა, ის მართლაც იყო თავისი დროის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. ეს მაშინ, როცა დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა ვერსია, თითქოს, მან მემკვიდრეებს დაუტოვა დაგროვებითი წიგნაკი, რომელზედაც მხოლოდ 900 რუბლი ინახებოდა. გააგრძელეთ კითხვა