შოვში გარდაცვლილი კიდევ სამი ადამიანია იდენტიფიცირებული - ბიჭები მშენებლობის დაწყებას აპირებდნენ
შოვში დაღუპული კიდევ სამი ადამიანია იდენტიფიცირებული. ისინი სოფელ ლაგვანთის მაცხოვრებლები ნიკა ჩალაძე, თემურ ჩარკვიანი და დიტო ფირცხალავა არიან. არსებული ინფორმაციით, ბიჭები შოვში სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად იყვნენ ჩასულები, რა დროსაც მეწყერში მოყვნენ.
ინფორმაცია, რომ დაღუპულები ერთი სოფლიდან არიან, რაჭის გუბერნატორმა პაპუნა მარგველაძემაც დაადასტურა.
შოვში სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის დაკარგულ 7 მოქალაქეს ეძებენ.
ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 26 მოქალაქის ცხედარი, მათგან 23 იდენტიფიცირებულია.