"არ ადარდებს არეული სახლი და ბავშვების აურზაური, ხშირად ტოვებს შვილებს ბებიასთან და ხმასაც არ უწევს ბავშვებთან" - ქეით მიდლტონის აღზრდის რამდენიმე წესი, რომლებიც ხალხს ძალიან მოსწონს
სამეფო ოჯახებისა და მათი შვილების ცხოვრება შორიდან ჯადოსნურად გამოიყურება. თუმცა მშობლებსა და შვილებს შორის აქაც ის მარადიული პრობლემები ტრიალებს, რაც ჩვეულებრივი მშობლების ყოველდღიურობაში. სამეფო ოჯახების ცხოვრების მკვლევარები ყველა დეტალს და განცხადებას ყურადღებით სწავლობენ, რისი საშუალებითაც მათ გამოავლინეს ქეით მიდლტონის მიდგომები შვილების აღზრდის პროცესში.
აი, რა პრინციპებით ზრდიან პრონცი უილიამი და ქეით მიდლტონი სამეფო მემკვიდრეებს.
1. აძლევენ არჩევანის უფლებასსამეფო წყვილი შვილებს თავს არ ახვევს საკუთარ გემოვნებასა და შეხედულებებს. მაგალითად, 2020 წელს უილიამს ჰკითხეს, არის თუ არა ჯორჯი ასტონ ვილას ისეთივე გულშემატკივარი, როგორც თავად. "არა, ჩვენ არ ვცდილობთ დავარწმუნოთ ის, რომ ვილას ფანი გახდეს. მან თავად უნდა აირჩიოს და იპოვოს ის, რაც შეეფერება“, - უპასუხა უილიამმა.
2. ხშირი კონტატი ბებიებთან და ბაბუებთან ქეითს სისტემატურად დაჰყავდა ბავშვები დედოფლის სანახავად. ასევე ხშირად სტუმრობს თავის მშობლებს კეროლ და მაიკლ მიდლტონებს, რომლებიც ახლოს ცხოვრობენ და ბავშვები ხშირად რჩებიან მათთან. სწორედ ბებია და ბაბუა იტოვებს ჯორჯს, შარლოტასა და ლუისს, როდესაც მშობლები სამეფო საქმეების გამო მიემგზავრებიან და ან ძალიან დაკავებული არიან.
3. მეტი ჩახუტებაერთ დღეს, ღია ღონისძიების დროს, ქეითს ფანი მიუახლოვდა, სახელად ჯანეტ ემერი. იგი თბილად მოეხვია ჰერცოგინიას და მანაც ასე უპასუხა. "ჩახუტება ძალიან მნიშვნელოვანია,ამას ჩემს შვილებს ყოველთვის ვეუბნები." - თქვა მიდლტონმა. "
4. ფილმების და მულტფილმებს ერთად ყურებადიახ, სამეფო ოჯახიც კი იყენებს ეკრანს ბავშვების დასაწყნარებლად და ეს ძირითადად ხანგრძლივი ფრენების დროს ხდება. 2018 წელს ოჯახმა განაცხადა, რომ პრინც ჯორჯს პეპა გოჭი უყვარს და უხარია, რომ მშობლებსაც მოსწონთ ეს მულტფილმი. „უნდა აჩვენო, რომ მართლა გაინტერესებს. მაგალითად, ჯორჯი ძალიან ნერვიულობს, თუ საკმარის ყურადღებას არ ვაქცევთ მის საყვერელ გმირებს“, - განმარტა უილიამმა. გააგრძელეთ კითხვა