"ქვეყანაში, რომელშიც რუსეთი 2008 წლის აგვისტოში შეიჭრა, ამერიკელმა მომღერალმა სცენაზე რუსი ფანი აიყვანა" - რას წერენ წამყვანი უცხოური გამოცემები The Killers - ის სკანდალზე? - კვირის პალიტრა

"ქვეყანაში, რომელშიც რუსეთი 2008 წლის აგვისტოში შეიჭრა, ამერიკელმა მომღერალმა სცენაზე რუსი ფანი აიყვანა" - რას წერენ წამყვანი უცხოური გამოცემები The Killers - ის სკანდალზე?

Black Sea Arena-ზე გა­მარ­თუ­ლი The Killers-ის კონ­ცერ­ტი სკან­და­ლად მას მერე იქცა, რაც ჯგუფ­მა სცე­ნა­ზე დრა­მე­რად რუსი ახალ­გაზ­რდა აიყ­ვა­ნა.

მსმე­ნელ­თა თქმით, მუ­სი­კოს­მა დრა­მერს ჰკი­თხა, სა­ი­დან იყო, რა­ზეც უპა­სუ­ხა, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა, ამას კი დარ­ბა­ზი­დან პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით The Killers-ის მუ­სი­კოს­მა ხალ­ხს მი­მარ­თა, რომ რუსი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ძმე­ბი არი­ან და დრა­მერს დაკ­ვრის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, რა­საც პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა.

შემ­თხვე­ვას უცხო­უ­რი მე­დია ეხ­მა­უ­რე­ბა, მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი გა­მო­ცე­მე­ბი The Guardian, Reuters და Insider - ი მომ­ხდარ­ზე წე­რენ.

და­სავ­ლუ­რი მე­დია გარ­კვე­ვით აღ­ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­შიც რუ­სე­თი 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში შე­იჭ­რა, მომ­ღე­რალ­მა ბრენ­დონ ფლა­უ­ერ­სმა სცე­ნა­ზე რუსი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი აიყ­ვა­ნა.

"რუ­სე­თი აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 20%-ის ოკუ­პი­რე­ბას 2008 წლის შემ­დეგ. რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის ბევ­რი მო­ქა­ლა­ქე და­სახ­ლდა, რა­საც ქარ­თვე­ლე­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია The Guardian-ის სტა­ტი­ა­ში.

"სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ებ­ში ჩანს, რომ ხალ­ხი სტვე­ნი­თა და შე­ძა­ხი­ლე­ბით ტო­ვებ­და შოუს. ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი დიდ­წი­ლად პრო­უკ­რა­ი­ნუ­ლია", - აღ­ნიშ­ნავს "რო­ი­ტერ­სი". გააგრძელეთ კითხვა