"მადლობა, რომ ასეთი საოცარი თვისებების მქონე ულამაზესი დედა, ცოლი და შეყვარებული მყავხარ" - გიორგი გასვიანი მეუღლეს საჯაროდ მადლობას უხდის
მას შემდეგ, რაც მსახიობი და ტელეწმაყვანი გიორგი გასვიანი მასზე ასაკით უმცროს მარიტა მელიქიშვილზე დაქორწინდა, წყვილის ცხოვრება მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ყველაფერი მათი „ლავსთორით“ დაიწყო, რასაც მოჰყვა ბომონდური ქორწილი, მარიტას ორსულობა და ბიჭი, რომელსაც სახელი გალა მშობლებმა დიდი გალაკტიონის პატივსაცემად დაარქვეს.
მარიტას და გიორგის თანაცხოვრება უკვე 3 წელს ითვლის. გიორგის სტატუსიდან ირკვევა, რომ წყვილს ერთმანეთი 16 აგვისტოს გაუცნია და ამ დღის აღსანიშნავად მეუღლეს სამადლობელ პოსტს უძღვნის.
„2020 წლის 16 აგვისტოს გავიცანით ერთმანეთი ბათუმში! მას შემდეგ ვართ ასე ბედნიერად, უკვე გალასთან ერთად! მესამე წელია ჩვენი გაცნობის ბედნიერი დღიდან! გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები