"ხშირად ვიყავი ბულინგის მსხვერპლიც, რამაც ბევრი კომპლექსი ჩამომიყალიბა... ბავშვების მხრიდან სკოლაში ხშირად იყო შეძახილი, რომ მახინჯი ვარ, არარაობა" - კვირის პალიტრა

"ხშირად ვიყავი ბულინგის მსხვერპლიც, რამაც ბევრი კომპლექსი ჩამომიყალიბა... ბავშვების მხრიდან სკოლაში ხშირად იყო შეძახილი, რომ მახინჯი ვარ, არარაობა"

მაკუნა ამაშუკელის კიდევ ერთი გამარჯვება

ახლახან მალაიზიაში კონკურსი გაიმართა, სადაც ქართველმა მაკუნა ამაშუკელმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია - იგი მეორე ვიცე, Miss Uniworld 2023 გახდა. ჯერ კიდევ პატარა იყო მაკუნა "მის საქართველოს" ტიტული რომ მოიპოვა, შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით მრავალ კონკურსში ჰქონდა მიღწევები, რის შესახებაც ვრცლად გვესაუბრა...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"გამორჩეულად ლამაზი ბავშვი არასდროს ვყოფილვარ, არც გამორჩეულად ნიჭიერი... უბრალოდ, ძალიან შრომისმოყვარე ვიყავი და რაც მიყვარდა, საათობით შემეძლო ის მეკეთებინა... სკოლის პერიოდი საკმაოდ კარგად მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მორიდებული ვიყავი, არ მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა..."

365665357-4448896955332985-899418084252598475-n-1692189751.jpg

"ხშირად ვიყავი ბულინგის მსხვერპლიც, რამაც ბევრი კომპლექსი ჩამომიყალიბა, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში... როდესაც წარმატებას მივაღწიე და პატარა "მის საქართველო" გავხდი, ბავშვების მხრიდან სკოლაში ხშირად იყო შეძახილი, რომ მახინჯი ვარ, არარაობა და ა.შ. ვფიქრობ, ეს მათი მშობლების ბრალი უფრო იყო..."

"იცით, ხშირად "მისებს" მოდელებთან აიგივებენ, რაც საკმაოდ უხეში შეცდომაა... როდესაც "მის საქართველო" ხდები, გააზრებული უნდა გქონდეს, რომ შენ რომელიმე ბრენდულ ტანსაცმელს კი არ წარმოადგენ, არამედ შენს ქვეყანას, მის კულტურას, ანუ შენი ქვეყნის ელჩი ხდები! "საუბარი მაქვს მაღალი დონის კონკურსებზე. "მისი" უნდა საუბრობდეს კარგად და სხეულთან ერთად, ორატორული უნარებიც გააჩნდეს..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 17 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

მანანა გაბრიჭიძე