"სტალინის დასაფლავების წინადღეს, ბერიამ თავის კაბინეტში გამომიძახა..." - რას ჰყვებოდა "ბერიას ტვინად" ცნობილი და მისი მარჯვენა ხელი ლავრენტი პავლეს ძეს დაპატიმრების შემდეგ - კვირის პალიტრა

"სტალინის დასაფლავების წინადღეს, ბერიამ თავის კაბინეტში გამომიძახა..." - რას ჰყვებოდა "ბერიას ტვინად" ცნობილი და მისი მარჯვენა ხელი ლავრენტი პავლეს ძეს დაპატიმრების შემდეგ

რას ჰყვებოდა "ბერიას ტვინად" ცნობილი და მისი მარჯვენა ხელი ლავრენტი პავლეს ძეს დაპატიმრების შემდეგ

ვსევოლოდ ნიკოლოზის-ძე მერკულოვი - ლავრენტი ბერიას გარემოცვის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი, ბერიასთან დაახლოებული ადამიანი იყო და მისი უსაზღვრო ნდობით სარგებლობდა. მას ზოგიერთი ბერიას "ტვინსაც" კი ეძახდა. სწორედ მერკულოვის დახმარებით გეგმავდა ლავრენტი პავლეს ძე სხვადასხვა აქტივობას როგორც კომუნისტურ პარტიაში, ასევე შინსახკომის სტრუქტურებში. ამბობდნენ, რომ მერკულოვს საბჭოთა ხელისუფლება არ უყვარდა.გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

სხვათა შორის, მერკულოვი იმდენად გავლენიანი პირი გახდა, რომ საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის გამართულ მოლაპარაკებებშიც კი მონაწილეობდა. იგი შედიოდა საგარეო საქმეთა კომისრის - ვიაჩესლავ მოლოტოვის დელეგაციაში. ამ დელეგაციის შემადგენლობაში მერკულოვი ბერლინში 1940 წლის ნოემბერში თავად ადოლფ ჰიტლერთან გამართულ შეხვედრაზეც მოხვდა...იგი ხრუშოვისადმი მიწერილ წერილში წერს:

"პირადი საუბრებისა და ჭორების გავრცელების გზით, იგი ზემდგომების დამცირებას ცდილობდა. დასცინოდა მათ ან სულაც, ღიად აგინებდა. ბერია ამას ძალიან მარჯვედ აკეთებდა და მისი ერთი შეხედვით უწყინარი სიტყვები, საერთო ჯამში, ადამიანის რეპუტაციის სრულ განადგურებას იწვევდა. მაგრამ ასე ყოველთვის და ყველასთან მიმართებაში არ იქცეოდა..."

"ბერია ოსტატურად იყენებდა პარტიას და საბჭოთა ხელისუფლების სახელით თანდათანობით ყველა იმ პირის დაპატიმრება ან გზიდან ჩამოშორება შეძლო, რომლებიც საქართველოსა და ამიერკავკასიაში მის კარიერულ წინსვლას აფერხებდნენ. მოწინააღმდეგეთა ნებისმიერ შეცდომას, ნებისმიერ წარუმატებლობას საკუთარი პოზიციების გასამყარებლად იყენებდა. იგი წინდახედული იყო და საქართველოს ცეკაში სისტემატურად გზავნიდა საინფორმაციო ბარათებს..."

"ამხანაგ სტალინის დასაფლავების წინადღეს, კვირას, ბერიამ თავის კაბინეტში გამომიძახა და დასაფლავებაზე წარმოსათქმელი სიტყვის რედაქტირება დამავალა. მის კაბინეტში ამ დროს უკვე იყვნენ: მამულოვი, ლუდვიგოვი, ორდინცევი (ბერიას გარემოცვის წევრები). ყურადღება მივაქციე ბერიას ქცევას: ის მხიარულობდა, იცინობდა, ხუმრობდა, ამაღლებულ განწყობაზე იმყოფებოდა. მე კი ამხანაგ სტალინის უცაბედი სიკვდილით ძალიან დამწუხრებული ვიყავი და ვერ წარმომედგინა, რომ ასეთ დროს მხიარულობა შეიძლებოდა. ეს მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ ბერიას სინამდვილეში სტალინი არ უყვარდა..."

სტატიას სრულად მხოლოდ ჟურნალ "გზის" 17 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

მიხეილ ბასილაძე