პოლონეთი ბელარუსის საზღვართან პროვოკაციებს ელოდება - კვირის პალიტრა

პოლონეთი ბელარუსის საზღვართან პროვოკაციებს ელოდება

პოლონეთი ბელარუსის საზღვართან პროვოკაციების მოწყობის მოლოდინშია. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, მაცეი ვონსიკის განცხადებით, შექმნილი მდგომარეობა პოლონეთში სიტუაციის დესტაბილიზაციაზე არის მიმართული.

ინფორმაციას “პოლონეთის რადიო” ავრცელებს.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩვენს ქვეყანაში ჩასატარებელ არჩევნებში ჩარევა უნდა, ვითარების დესტაბილიზაციის და სხვადასხვა პროვოკაციების მოწყობის გზით“, - განაცხადა ვონსიკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსთან საზღვრის უსაფრთხოების საფრთხეს ლატვიაც ხედავს და აძლიერებს მის დაცვას. 18 აგვისტოდან ბელარუსთან საზღვარზე არსებული 6 პუნქტიდან - ორს, ლიეტუვაც ხურავს.

"ინტერპრესნიუსი"