"თვითმხილ­ვე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბით, დას­ტურ­დე­ბა ის, რომ მაშ­ვე­ლებს არ აქვთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა" - რა კითხვები აქვს "ნაცმოძრაობას" გომელაურთან? - კვირის პალიტრა

"თვითმხილ­ვე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბით, დას­ტურ­დე­ბა ის, რომ მაშ­ვე­ლებს არ აქვთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა" - რა კითხვები აქვს "ნაცმოძრაობას" გომელაურთან?

სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე თინა ბო­კუ­ჩა­ვა ასა­ხე­ლებს კი­თხვებს, რომ­ლი­თაც ფრაქ­ცი­ამ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს ინ­ტერ­პე­ლა­ცი­ის ფორ­მატ­ში მი­მარ­თა.

რო­გორც ბო­კუ­ჩა­ვა აღ­ნიშ­ნავს, ინ­ტერ­პე­ლა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით უკვე მი­მარ­თეს პარ­ლა­მენტს, რო­მელ­მაც კი­თხვე­ბი გო­მე­ლა­ურს უნდა გა­დას­ცეს.

ფრაქ­ცი­ის კი­თხვე­ბი ეხე­ბა ად­რე­უ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბის სის­ტე­მის და­ნერგვას, შოვ­ში მომ­ხდა­რი სტი­ქი­ის შემ­დეგ სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის დაგ­ვი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზებს, მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის­თვის დახ­მა­რე­ბის არ­თხოვ­ნას და ასე­ვე, სა­მაშ­ვე­ლო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ფრაქ­ცია "ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ მო­ი­თხო­ვა სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნა პარ­ლა­მენ­ტში შოვ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შეს­წავ­ლის მიზ­ნით მა­შინ, რო­დე­საც ნუ­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ნდო­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბის მი­მართ; მა­შინ, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა საქ­მე­ზე მუდ­მი­ვად აცხა­დებ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და ჩვენ ამ გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს უნდა და­ვე­ლო­დოთ, მაგ­რამ სი­მარ­თლე უნდა დად­გინ­დეს მალე და სი­მარ­თლე აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და მათ შო­რის გა­დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნედ ირ­ჩევს დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ას­თან ერ­თად ჩვენ გან­ვა­ცხა­დეთ, რომ გა­მო­ვი­ყე­ნებ­დით აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით სა­პარ­ლა­მენ­ტო ინ­სტრუ­მენტს იმის­თვის, რომ ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც მორღვე­უ­ლია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში ჩვენ, პარ­ლა­მენ­ტა­რებ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­ი­გოს სი­მარ­თლე. სწო­რედ ამ და­პი­რე­ბის ფარ­გლებ­ში ჩვენ ავა­მოქ­მე­დეთ კი­დევ ერთი სა­პარ­ლა­მენ­ტო ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც რეგ­ლა­მენ­ტით და კონ­სტი­ტუ­ცი­ით გვაქვს გან­სა­ზღვრუ­ლი, ეს არის ინ­ტერ­პე­ლა­ცი­ის წესი და ინ­ტერ­პე­ლა­ცი­ის წე­სით ვი­თხოვთ შს მი­ნის­ტრის, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის მოს­ვლას სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში.

ჩვენ ოფი­ცი­ა­ლუ­რად მივ­მარ­თეთ უკვე პარ­ლა­მენტს, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მი­სად ვალ­დე­ბუ­ლია გა­დას­ცეს აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­თხვე­ბი უწყე­ბას, კონ­კრე­ტუ­ლი კი­თხვე­ბით, რო­მე­ლიც შემ­დე­გია: - რა­ტომ არ მოხ­და ად­რე­უ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბის სის­ტე­მის და­ნერგვა მა­შინ, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი გას­ცემ­დნენ აღ­ნიშ­ნულ­ზე და­პი­რე­ბას მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ შო­რის თა­ვად შს მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი? რა გახ­და სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის დაგ­ვი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზი. ვი­ცით, რომ შსს-ში შე­დის ის კონ­კრე­ტუ­ლი სამ­სა­ხუ­რი, რო­მელ­საც ევა­ლე­ბა სამ­ძებ­რო-სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რა­ტომ არ ითხო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა, რო­დე­საც არ­სე­ბობს ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და რა­ტომ გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, რომ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობ­და, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თუ არა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში თა­ვად შს მი­ნის­ტრი და მისი უწყე­ბა და რა გახ­და სა­ფუძ­ვე­ლი, რა­ტომ ჩათ­ვა­ლეს, რომ წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და არ იყო მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა სა­ჭი­რო.

ასე­ვე ბა­ტონ­მა გო­მე­ლა­ურ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე უნდა უპა­სუ­ხოს კი­თხვას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია სა­მაშ­ვე­ლო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რად­გან თვითმხილ­ვე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბით, დას­ტურ­დე­ბა ის, რომ მაშ­ვე­ლებს, რომ­ლე­ბიც თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობ­დნენ მრა­ვა­ლი სა­ა­თის და მრა­ვა­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ აქვთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რაც და­უშ­ვე­ბე­ლია და გვა­ინ­ტე­რე­სებს, რა გახ­და ამის მი­ზე­ზი მა­შინ, რო­დე­საც კო­რუფ­ცი­ა­შია ჩაფ­ლუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ყვე­ლა უწყე­ბა და უამ­რა­ვი სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბი იხარ­ჯე­ბა ისეთ პროგ­რა­მებ­ზე, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი სი­კე­თე ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის არ მო­აქვს.

და ბოლო კი­თხვა, რო­მელ­საც ასე­ვე ბა­ტონ­მა გო­მე­ლა­ურ­მა უნდა უპა­სუ­ხოს არის ის, თუ რა გა­რე­მო­ე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით თქვა უარი სა­ხელ­მწი­ფომ აშშს-გან ორი სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ვერ­ტმფრე­ნის გრან­ტის წე­სით შეს­ყიდ­ვა­ზე. იცით, რომ არის კონ­კრე­ტუ­ლად აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯეტ­ში, რი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ჰქონ­და, რომ გრან­ტის წე­სით მი­ე­ღო სა­მაშ­ვე­ლო ვერ­ტმფრე­ნე­ბი, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თქვა უარი აღ­ნიშ­ნულ ვერ­ტმფრე­ნებ­ზე და რა­ჭა­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ამ ვერ­ტმფრე­ნე­ბის არ­სე­ბო­ბა -არ არ­სე­ბო­ბას არა­ნა­ი­რი გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ექ­ნე­ბო­და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჰყვე­ბი­ან, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და იმ მო­მენ­ტში დრო­უ­ლად და არა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­გორც ეს მოხ­და, ვერ­ტმფრე­ნე­ბის ჩას­ვლა ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნის მიზ­ნით. ასე რომ, ვე­ლო­დე­ბით ბა­ტონ გო­მე­ლა­ურს პარ­ლა­მენ­ტში და რო­გორც დავთქვით, ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმი­სათ­ვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მო­ის­მი­ნოს სი­მარ­თლე, ეს არის ახლა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ისე­ვე რო­გორც იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც გა­დარ­ჩნენ“, - გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.