"გადარჩენილ ადამიანებზე 2 - დღიანი შეტევა არ გაუვიდათ და დღეს უკან დაიხიეს. მათ ცრემლებს ნუ დაიჯერებთ" - როგორ ეხმაურება გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას? - კვირის პალიტრა

"გადარჩენილ ადამიანებზე 2 - დღიანი შეტევა არ გაუვიდათ და დღეს უკან დაიხიეს. მათ ცრემლებს ნუ დაიჯერებთ" - როგორ ეხმაურება გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას?

მათ ცრემლებს ნუ დაიჯერებთ , - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა დავით ჯელაძესთან დაკავშირებით.

ვაშაძის განცხადებით, პასუხს აგებს ყველა, ვისაც შოვის ტრაგედიაში ხელი აქვს გასვრილი.

"დღეს გამოვიდა და ტკბილი ტონალობით საუბრობდა გადარჩენილ ადამიანებზე. იცით რატომ? იმიტომ რომ გადარჩენილ ადამიანებზე 2 - დღიანი შეტევა არ გაუვიდათ და დღეს უკან დაიხიეს. მათ ცრემლებს ნუ დაიჯერებთ. ესენი არიან სინდის გარეცხილები, რომლებსაც იმ ხალხის ტრაგედიაში და მსხვერპლში აქვთ ხელები გასვრილი.

როდესაც ამბობენ: რა მნიშვნელობა ჰქონდა სამაშველო ღონისძიების ცოტა ადრე დაწყებას, მარტივი მაგალითია: გიორგი გოგინაშვილი, რომელმაც თავისი მეუღლე გამოიყვანა და სხვის გადასარჩენად შევიდა, სამწუხაროდ, თვითონაც დაიღუპა. სამაშველო ოპერაციის სწრაფად დაწყებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს ადამიანი არის გმირი, რომელმაც სხვებისთვის თავი გაწირა. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი გმირი, არც პრემიერი, არც შინაგან საქმეთა მინისტრი და არც სხვა აღმოგვაჩნდა კობახიძის ჩათვლით , ამიტომაც მოხდა ეს ტრაგედია. როდესაც ქვეყანაში კორუფციაა გამეფებული და აღებ-მიცემობა, იქ სამწუხაროდ ასე ხდება ყველაფერი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"