"მთა­ვა­რი დას­კვნა "ბი­ძი­ნამ უნდა გა­ა­კე­თოს - ეს მამ­ლის ყი­ვილ­საც არ და­ე­ლო­დე­ბა, ისე უარ­ყოფს და შე­ა­ხო­ცავს ხელს ყვე­ლა­ფერ­ზე…" - რას წერს გია ხუხაშვილი კობახიძისა და დავით ჯელაძის საუბარზე? - კვირის პალიტრა

"მთა­ვა­რი დას­კვნა "ბი­ძი­ნამ უნდა გა­ა­კე­თოს - ეს მამ­ლის ყი­ვილ­საც არ და­ე­ლო­დე­ბა, ისე უარ­ყოფს და შე­ა­ხო­ცავს ხელს ყვე­ლა­ფერ­ზე…" - რას წერს გია ხუხაშვილი კობახიძისა და დავით ჯელაძის საუბარზე?

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას შოვ­ში, მე­წყერ­ში მო­ყო­ლი­ლი და­ვით ჯე­ლა­ძის შე­სა­ხებ

"დღეს რაც კო­ბა­ხი­ძემ გა­ა­კე­თა, ეს ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტად წარ­მო­ად­გენს მის სი­ნამ­დვი­ლე­ში ძა­ლი­ან მარ­ტივ ფსი­ქო­ლო­გი­ურ პორ­ტრეტს, სა­ი­და­ნაც მთა­ვა­რი დას­კვნა "ბი­ძი­ნამ უნდა გა­ა­კე­თოს - ეს მამ­ლის ყი­ვილ­საც არ და­ე­ლო­დე­ბა, ისე უარ­ყოფს და შე­ა­ხო­ცავს ხელს ყვე­ლა­ფერ­ზე…ამას გა­ა­კე­თებს წარ­ბშე­უხ­რე­ლად და ისე­თი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბით, რომ ვერც შე­ე­კა­მა­თე­ბი…" - წერს გია ხუ­ხაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში".

მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ დღეს რა­ჭა­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ის ნა­ნობს, რომ და­ვით ჯე­ლა­ძეს "გული ატ­კი­ნა".