"პუ­ტინ, წადი აქე­დან ან ჩვენ გა­გიშ­ვებთ!" - დიდი არეულობა ყარაბაღში და შიმშილობის რეალური საფრთხე - კვირის პალიტრა

"პუ­ტინ, წადი აქე­დან ან ჩვენ გა­გიშ­ვებთ!" - დიდი არეულობა ყარაბაღში და შიმშილობის რეალური საფრთხე

ბოლო თვე­ებ­ში უკვე მე­რამ­დე­ნედ, მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ვი­თა­რე­ბა იძა­ბე­ბა. სომ­ხუ­რი მხა­რის ცნო­ბით, რე­გი­ონ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კა­ტას­ტრო­ფაა, რა­საც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გა­მუდ­მე­ბით აპ­რო­ტეს­ტე­ბენ სტე­ფა­ნა­კერ­ტში. დე­მონ­სტრან­ტებ­მა რუსი ე.წ. სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის ბა­ზას ალყა შე­მო­არ­ტყეს. მათ გა­სას­ვლე­ლე­ბი და­უბ­ლო­კეს და პლა­კა­ტე­ბი აღუ­მარ­თეს, ში­ნა­არ­სით: "პუ­ტი­ნი თა­ვის სი­ტყვა­ზე პა­სუხს არ აგებს!"

აზერ­ბა­ი­ჯან­მა სომ­ხე­თი­სა და მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ლა­ჩი­ნის კო­რი­დო­რი 2022 წლის დე­კემ­ბერს ჩა­კე­ტა, რა­მაც ყა­რა­ბაღ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სი გა­მო­იწ­ვია, რაც ბოლო თვე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გამ­წვავ­და, რად­გან აზერ­ბა­ი­ჯან­მა გზა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი გამ­შვე­ბი პუნ­ქტი ჩად­გა და წი­თე­ლი ჯვრის მეშ­ვე­ო­ბით მხო­ლოდ მძი­მე პა­ცი­ენ­ტებს ატა­რებს, ისიც დიდი ძა­ლის­ხმე­ვი­სა და ზე­წო­ლის შემ­დეგ, რაც საკ­მა­რი­სი არ არის.სომ­ხუ­რი სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი "ბა­ცუ­მი" მი­იჩ­ნევს, რომ ყა­რა­ბა­ღის მო­სახ­ლე­ო­ბის ბლო­კა­და­ში რუ­სუ­ლი მხა­რეა დამ­ნა­შა­ვე. მათ რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თეს და რუ­სებს მა­ტყუ­ა­რე­ბი უწო­დეს.

ყა­რა­ბა­ღე­ლე­ბის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას სომ­ხე­ბი ერე­ვან­ში ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­საც სთხო­ვენ. უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა სომ­ხე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში დე­მონ­სტრან­ტე­ბო ქუ­ჩა­ში გა­მო­ვიდ­ნენ. პა­რა­ლე­ლუ­რად, მიმ­დი­ნა­რე­ობს და­კა­ვე­ბე­ბი...

kavkaz-uzel.eu-ს ცნო­ბით, ვი­თა­რე­ბა მას შემ­დეგ გამ­წვავ­და, რაც მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ონ­ში ომ­ბუდსმენ­მა ად­გი­ლობ­რი­ვის შიმ­ში­ლით გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, 1983 წელს და­ბა­დე­ბულ პირს, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გამო, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი კვე­ბა სჭირ­დე­ბო­და, რაც რე­გი­ონ­ში აღარ იშო­ვე­ბო­და.

რო­გორც სომ­ხუ­რი მე­დია იუ­წყე­ბა, მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სურ­სა­თის, პუ­რის ფქვი­ლის, შაქ­რი­სა და სხვა პრო­დუქ­ტის, ასე­ვე მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო საგ­ნე­ბის მწვა­ვე დე­ფი­ცი­ტია. დახ­მა­რე­ბის­თვის გა­ე­რო­სა და წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­საც მი­მარ­თეს, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით, არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

"1780 ადა­მი­ანს გეგ­მი­უ­რი ოპე­რა­ცია სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვის გამო, ერე­ვან­ში ჩას­ვლას ვერ ახერ­ხე­ბენ. საკ­ვე­ბი უკ­მა­რი­სო­ბის, შე­ზღუ­დუ­ლი რა­ცი­ო­ნის გამო, ყვე­ლა­ზე მე­ტად ბავ­შვე­ბი და მო­ხუ­ცე­ბი ზა­რალ­დე­ბი­ან... თუ ვი­თა­რე­ბა არ გა­მოს­წორ­და, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ერთ კვი­რა­ში შიმ­ში­ლით გარ­დაც­ვლი­ლი ერთი კი არა, ათო­ბით გვე­ყო­ლე­ბა" - ამ­ბობს ომ­ბუდსმე­ნი გე­გა­მა სტე­პა­ნი­ა­ნი.

"ყვე­ლა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენტს, მათ შო­რის, თირკმლის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნეთ, პირ­და­პირ სიკ­ვდი­ლი ემუქ­რე­ბათ... ამ ბლო­კა­დას უკვე ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს შე­ე­წი­რა, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ღვთის ანა­ბა­რად არი­ან. თუ დრო­უ­ლად არ მოხ­დე­ბა მათი ერე­ვან­ში ევა­კუ­ა­ცია, და­ნარ­ჩე­ნებ­საც იგი­ვე ბედი ელით - მე­დი­კა­მენ­ტე­ბის არ­ქო­ნის გამო, რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ი­ღუ­პე­ბი­ან. ოფი­ცი­ა­ლუ­რად, 41 პა­ცი­ენ­ტია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, ვინც ჰე­მო­დი­ა­ლიზ­ზეა, მათ­გან ნა­ხე­ვა­რი ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი, სხვე­ბის ბედი კი, უც­ნო­ბია" - წერს სომ­ხუ­რი მე­დია.

ამას­თა­ნა­ვე, kavkaz-uzel.eu-ს ცნო­ბით, სომ­ხე­ბი რუ­სუ­ლი ე.წ. სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის­გან აღე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შეს­რუ­ლე­ბას ითხო­ვენ. დე­მონ­სტრან­ტე­ბის თქმით, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი, რო­მელ­თაც ტყუ­ი­ლად აქვთ იქ ბაზა და­კა­ვე­ბუ­ლი, მათი იქ ყოფ­ნა, პი­რი­ქით, ბა­ქოს ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა და ევ­რო­კავ­ში­რის შე­მოს­ვლას აფერ­ხებს.

სო­მე­ხი პო­ლი­ტო­ლო­გის, რი­უ­ბენ მეჰ­რა­ბი­ა­ნის თქმით, ის, რაც ახლა მთი­ან ყა­რა­ბაღ­სა და სომ­ხეთ­ში ხდე­ბა, უკ­ვა­ლოდ ვერ ჩა­ივ­ლის. პრო­ტეს­ტი, რო­მელ­საც ახლა მო­სახ­ლე­ო­ბა გა­მო­ხა­ტავს, სი­ნამ­დვი­ლე­ში იკი­თხე­ბა ასე - პუ­ტინ, წადი აქე­დან ან ჩვენ გა­გიშ­ვებთ!

ერთ-ერთი აქ­ტი­ვის­ტის, სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ "ბარ­ცუ­მის" წარ­მო­მად­გენ­ლის, ნა­რეკ აი­ვა­ზი­ა­ნის თქმით, ყა­რა­ბაღ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი შე­მოქ­მე­დი არის რუ­სე­თი, რო­მელ­საც აწყობს მუდ­მი­ვი რყე­ვა მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის გარ­შე­მო, მო­სახ­ლე­ო­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, კრი­ტი­კა და პრო­ტეს­ტი...

სო­მე­ხი პუბ­ლი­ცის­ტი გორ არ­მა­თუ­ნი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი არ­სე­ბობს, რუ­სუ­ლი ბა­ზე­ბის გაყ­ვა­ნა, რო­გორც მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი­დან, ასე­ვე, მთლი­ა­ნად სომ­ხე­თი­დან, გი­უმ­რის ბა­ზი­დან, სა­დაც უკ­რა­ი­ნის ომის ფონ­ზე, ფაქ­ტობ­რი­ვად, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი სამ­ხედ­რო დარ­ჩა.

"რე­გი­ონ­ში უნდა შე­მო­ვი­დეს ევ­რო­კავ­ში­რი და მისი ეგი­დით უნდა მოხ­დეს ლა­ჩი­ნის დე­რეფ­ნის გა­კონ­ტრო­ლე­ბას, სა­დაც კონ­ტრო­ლის უფ­ლე­ბა სომ­ხურ მხა­რეს ექ­ნე­ბა. ეს არის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი, რაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ უნდა რუ­სეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს... თუმ­ცა, ის, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, და­სავ­ლე­თი, ამე­რი­კა აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის სა­კი­თხში, აშ­კა­რაა ჩვე­ნი პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სი და ვფიქ­რობ, ეს პრო­ცეს­ში გარ­და­ტე­ხას შე­ი­ტანს. იქამ­დე, ვიდ­რე რუ­სე­თი თავს არ დაგ­ვა­ნე­ბებს, სომ­ხეთ­სა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ჩვენს სა­სი­კე­თოდ არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა, შიმ­ში­ლით სიკ­ვდი­ლიც იქ­ნე­ბა, ომიც და სხვა უბე­დუ­რე­ბაც" - ამ­ბობს ის.

განაგრძე კითხვა