"ძალიან ღირსეულად მოიქცა ირაკლი კობახიძე" - როგორ ეხმაურება გოგა ჩანადირი კობახიძის მობოდიშებასა და დავით ჯელაძესთან შეხვედრას? - კვირის პალიტრა

"ძალიან ღირსეულად მოიქცა ირაკლი კობახიძე" - როგორ ეხმაურება გოგა ჩანადირი კობახიძის მობოდიშებასა და დავით ჯელაძესთან შეხვედრას?

ფო­ტოგ­რა­ფი გოგა ჩა­ნა­დი­რი შოვის ტრაგედიას გადარჩენილ დავით ჯელაძისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"ძალიან ღირსეულად მოიქცა ირაკლი კობახიძე, დავით ჯელაძეს რომ შეხვდა და მოუბოდიშა.

მობოდიშება და შეცდომის აღიარება არ არის უხერხული. უხერხულია ამ შეცდომების არდანახვა და შავის თეთრად ჯიუტად წარმოჩენა, რასაც პირადად მე ხშირად ვხედავ ხოლმე.

იმედი მაქვს, დავითის მიმართ სხვებიც დაამთავრებენ ქილიკსა და დამუნათებას, კობახაძის ტექსტს რომ მოჰყვა და მას მხარი აუბეს.

ბოდიშს ისინიც თუ არ მოიხდიან, დათოს, ვინც ოჯახის წევრებთან, დისშვილებთან ერთად შოვის სტიქიის დროს უმძიმესი ამბავი გადაიტანა, ცხოვრებას მაინც ნუ გაუმწარებენ", - წერს სოციალურ ქსელში გოგა ჩანადირი.

იხილეთ ასევე: "სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე და­ვით ჯე­ლა­ძესთან საუბრის შემდეგ?