"მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომ სოფოს და გიოს გასაცილებლად ჩამოვიდა უცერემონიოდ" - რას წერს სტიქიის დროს დაღუპული და-ძმის მეგობარი? - კვირის პალიტრა

"მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომ სოფოს და გიოს გასაცილებლად ჩამოვიდა უცერემონიოდ" - რას წერს სტიქიის დროს დაღუპული და-ძმის მეგობარი?

სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი და-ძმა, სოფო და გი­ორ­გი ყა­რა­ლაშ­ვი­ლე­ბი მშობ­ლი­ურ წნორ­ში დაკ­რძა­ლეს. სამ­ძი­მარ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტიც იმ­ყო­ფე­ბო­და. ამის შე­სა­ხებ გარ­დაც­ვლი­ლი და-ძმის მე­გო­ბა­რი წერს:

"გა­ყი­ნუ­ლი ვარ ისე, სა­საკ­ლა­ო­ზე რო წა­მიყ­ვა­ნონ, გული არ შე­მი­ტოკ­დე­ბა. მაგ­რამ, მად­ლი­ე­რე­ბის გა­მოშ­ვე­ბის გა­რე­შე ვერ მო­ვის­ვე­ნებ.

1. მად­ლო­ბა Salome Zourabichvili ს, რომ გუ­შინ სოფო და გიოს გა­სა­ცი­ლებ­ლად და მშობ­ლე­ბის სა­ნუ­გე­შებ­ლად ჩა­მო­ვი­და უცე­რე­მო­ნი­ოდ, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად. მად­ლო­ბა იმის­თვი­საც, რომ სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით სოფი და გიოს სა­ხე­ლის უკ­ვდავ­ყო­ფის­თვის მზა­დაა თა­ნად­გო­მის­თვის.

2. მად­ლო­ბა გიოს და ჩვენს მე­გო­ბარს Irakli Kupradze-ს ნუ­გე­შის­ცე­მის­თვის და შარ­ვალ-კოს­ტუ­მე­ბის და პო­ზე­ბის გა­რე­შე დგო­მის­თვის და გლო­ვის­თვის. ჩემი ცხოვ­რე­ბაც ამ ქვე­ყა­ნა­ში უფრო მშვი­დია გუ­შინ­დე­ლი ირაკ­ლის ნახ­ვის მერე. თურ­მე, გლო­ვა­საც სჭირ­ვე­ბია ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რა და ნა­მუ­სი.

3. მად­ლო­ბა Gela Tskhadadze -ს რომ ჩვე­ნი ქა­ლაქ­ში სო­ლი­და­რო­ბის შუ­ქუ­რაა.

4. მად­ლო­ბა The Terrace Signagi • ტე­რა­სა სიღ­ნა­ღის და Beroshvilí Zura და მის დას, რომ რაც ვთხო­ვეთ მდუ­მა­რედ გა­ა­კე­თეს, რა თქმა უნდა, უსას­ყიდ­ლოდ.

5. მად­ლო­ბა Boutique Hotel BelleVueს და Ilia Babalashviliს რომ მზად იყ­ვნენ და­თოს, სო­ფის და გიოს ჩა­მო­სუ­ლი მე­გობ­რე­ბის­თვის სას­ტუმ­რო­ში ემას­პინ­ძლათ.

6. მად­ლო­ბა Li Ako ს, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის პა­კე­ტით, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით სულ ხაზ­ზე იყო, ვი­ცო­დი, რომ შე­იძ­ლე­ბა არ დავმძი­მე­ბუ­ლი­ყა­ვით, იმი­ტომ რომ შე­მეძ­ლო ლი­ა­კოს­თან და­რეკ­ვა.

7. მად­ლო­ბა კა­მა­რა Kamara-ს მთელ გუნდს და Natia Panjikidze-ს უუს­წრა­ფე­სი რე­ა­გი­რე­ბის­თვის, რომ ჩვენ და მე­გობ­რე­ბის მშობ­ლე­ბი დავ­რჩეთ ფუნ­ქცი­უ­რე­ბი, რომ გვაქვს იმე­დი, ჭრი­ლო­ბე­ბის მო­შუ­შე­ბა­ში მარ­ტო არ ვიქ­ნე­ბით.

8. მად­ლო­ბა ჩვენს თა­ნა­ქა­ლა­ქე­ლებს, ვინც მზად იყა­ვით ყვე­ლა­ფე­რი გა­გე­კე­თე­ბი­ნათ, რაც შე­გეძ­ლოთ, ან არ შე­გეძ­ლოთ, რომ მშობ­ლებს ტვირ­თი შე­გემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნათ.

P.S. ბოლო ორი დღეა უსუ­სუ­რო­ბის გან­ცდას ენაც­ვლე­ბა ხოლ­მე ბრა­ზი, რომ თურ­მე, არ­სე­ბობ­და ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის და ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნის ალ­ბა­თო­ბა და იმი­ტომ, რომ არას­წორ სა­ხელ­მწი­ფო­ში და­ვი­ბა­დეთ, ვერ და­ვი­ცა­ვით.

ახლა ვცდი­ლობ, გიოს, და­თოს და სო­ფის ად­გი­ლას ჩა­ვა­ყე­ნო ხოლ­მე თავი და ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ვი­ღო ხოლ­მე, რა­საც ისი­ნი იზამ­დნენ ჩვენ რომ ახლა ად­გი­ლე­ბი გაც­ვლი­ლი გვქონ­დეს" - წერს ნანა ბა­გა­ლაშ­ვი­ლი.

და-ძმა, სოფო და გი­ორ­გი ყა­რა­ლაშ­ვი­ლე­ბი, 3 აგ­ვის­ტოს შო­ვის სტი­ქი­ას მე­გო­ბარ და­ვით ბე­რი­აშ­ვილ­თან ერ­თად ემსხვერ­პლნენ.

წყარო