"რუსული ოცნების" ნამდვილი სახეა, როცა ტრაგედიის ჟამს თავს მსხვერპლს ესხმიან"
დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ ზედაპირული, არაფრისმთქმელი, საქმით დაუმტკიცებელი, ყალბი ბოდიში საზოგადოებაში არავის სჭირდება, - ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძისა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლების განცხადებებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
ბოკუჩავას აზრით, „ქართულ ოცნებას“ იმ ბრაზისა და რისხვის შეეშინდა, რაც უკვე ისმოდა და მწიფდებოდა საზოგადოებაში.
„ამიტომ მათ საჯარო კომუნიკაციის ძვირადღირებული, უცხოელი ექსპერტების რჩევით და კვლევების შედეგად შემოაბრუნეს რიტორიკა, მაგრამ არა პოლიტიკა მათი ორგანული და ბუნებრივი პასუხი სტიქიის მსხვერპლზე თავდასხმა იყო. ეს არის „რუსული ოცნების“ ნამდვილი სახე, როცა ტრაგედიის ჟამს თავს მსხვერპლს ესხმიან“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
IPN