"ჩემს პირველ მოადგილედ ისე დავნიშნე, რომ საერთოდ არ ვიცნობდი და ერთი წუთით არ მინანია" - რას წერს კოტე კუბლაშვილზე მიხეილ სააკაშვილი? - კვირის პალიტრა

"ჩემს პირველ მოადგილედ ისე დავნიშნე, რომ საერთოდ არ ვიცნობდი და ერთი წუთით არ მინანია" - რას წერს კოტე კუბლაშვილზე მიხეილ სააკაშვილი?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის გარდაიცვალებას სოციალურ ქსელშ ეხმაურება:

"ვუსამძიმრებ კოტე კუბლაშვილის ოჯახს ამ ძალიან კეთილშობილი, წესიერი ადამიანისა და მოღვაწის გარდაცვალებას. როდესაც იუსტიციის მინისტრი გავხდი იგი მაშინვე მოვიწვიე გერმანიიდან, დოქტორის ხარისხით ახლად დაბრუნებული კოტე ჩემს პირველ მოადგილედ ისე დავნიშნე, რომ საერთოდ არ ვიცნობდი და ერთი წუთით არ მინანია, ისეთი გზა განვვლეთ ერთად. ძალიან დამწყდა გული", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.