"...დღეს ძმები ახლიდან მომიკვდნენ! თამაზის სიკვდილის მერე ისე არავინ დამდგომია გვერდში, როგორც ეს გოგიმ გააკეთა" - რას წერს თინა ჭილაძე გოგი ხარაბაძის გარდაცვალებაზე?
ოთარ და თამაზ ჭილაძეების და, თინა ჭილაძე "ფეისბუქზე ეხმაურება გოგი ხარაბაძის გარდაცვალებას:
"...დღეს ძმები ახლიდან მომიკვდნენ! გოგი გარდაცვლილა ხარაბაძე... თამაზის სიკვდილის მერე ისე არავინ დამდგომია გვერდში, როგორც ეს გოგიმ გააკეთა. დღეს მე მესამე ძმა მომიკვდა... ცრემლები მახრჩობს...რა ძნელი ყოფილა მწუხარების ფურცელზე გადატანა... სიტყვები არ მყოფნის... ნახვამდის ჩემო ძმაო, იქ შეხვედრამდე...", -წერს თინა ჭილაძე სოცილაურ ქსელში.