“აზოვი“ უკვე აღდგა და ასრულებს საბრძოლო ამოცანებს" - რას აცხადებს უკრაინის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი? - კვირის პალიტრა

“აზოვი“ უკვე აღდგა და ასრულებს საბრძოლო ამოცანებს" - რას აცხადებს უკრაინის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი?

“აზოვი“ უკვე აღდგა და ასრულებს საბრძოლო ამოცანებს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელმა ნიკოლაი ურშალოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, “აზოვის” ბრიგადა ლუგანსკის ოლქში მოქმედებს.

“აზოვის” სპეციალური დანიშნულების ლეგენდარული ბატალიონი აღდგა და საბრძოლო ამოცანების შესრულებას შეუდგა სერებრიანსკის რაიონში”, - განაცხადა ურშალოვიჩმა.

მან აღნიშნა, რომ “აზოვის” მებრძოლები მყარად იცავენ დაკავებულ საზღვრებს და მტერს გამანადგურებელ დანაკარგებს აყენებენ ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში.

"ინტერპრესნიუსი"