მძიმე კადრები შოვიდან - კაცი, რომელიც ცოლს და 3 შვილს ეძებდა, სტიქიის ზონაში რჩება
სოციალურ ქსელში შოვში მომხდარი ტრაგედიის ადგილიდან ყოველ დღე მძიმე კადრები ვრცელდება. გია დუდაშვილი, რომელიც ცოლს და 3 შვილს ეძებდა, სტიქიის ზონაში ამ დრომდე რჩება.
გია დუდაშვილის მეუღლე და სამი შვილი: ნატო ჭელიძე, ლუკა, ანდრია და ანასტასია დუდაშვილები შოვში სწორედ იმ დროს იმყოფებოდნენ, როცა საკურორტო ზონაში მეწყერი ჩამოწვა.
უახლესი ინფორმაციით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. მაშველები კიდევ 6 ადამიანს ეძებენ.
ვიდეო: რაჭა