"უკვე შევარჩიეთ ბინა. რომ გაიგეს რისთვის გვინდოდა, კომპანიის წარმომადგენელი დაგვპირდა, ჩვენ მოგიწყობთო" - შოვში დაღუპული სოფო ბაკურაძის გოგონას, 4 წლის ლუსის ხალხმა ბინის საყიდელი ფული შეუგროვა - კვირის პალიტრა

"უკვე შევარჩიეთ ბინა. რომ გაიგეს რისთვის გვინდოდა, კომპანიის წარმომადგენელი დაგვპირდა, ჩვენ მოგიწყობთო" - შოვში დაღუპული სოფო ბაკურაძის გოგონას, 4 წლის ლუსის ხალხმა ბინის საყიდელი ფული შეუგროვა

შოვ­ში და­ღუ­პუ­ლი სოფო ბა­კუ­რა­ძის გო­გო­ნას, 4 წლის ლუ­სის ხალ­ხმა ბი­ნის სა­ყი­დე­ლი ფული შე­უგ­რო­ვა, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ი­ას "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა” ავ­რცე­ლებს.

რო­გორც "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა” წერს, გო­გო­ნა ახლა ახ­ლობ­ლებ­თა­ნაა. ბავ­შვის­თვის არ უთ­ქვამთ, რომ დედა და­ი­ღუ­პა, არც დაკ­რძალ­ვას და­ას­წრეს.

"ბავ­შვის რო­გორ უნდა ვუ­თხრათ, არც ვი­ცით, ჯერ ვერც გა­ი­გებს. რამ­დე­ნი­მე ფსი­ქო­ლოგს ვე­სა­უბ­რე, კი­დევ და­ვუ­კავ­შირ­დე­ბი მო­მა­ვალ­ში.

23 წლის იყო ჩემი და. ამ ასაკ­ში იწყებს ხალ­ხი ცხოვ­რე­ბას. მხო­ლოდ ბავ­შვი და­ტო­ვა, სამი წე­ლიც ვერ მო­ას­წრო მას­თან ყოფ­ნა.

ხატ­ვა უყ­ვარ­და. სკო­ლის მერე სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში უნ­დო­და ჩა­ბა­რე­ბა, მაგ­რამ ბოლო გა­მოც­და­ზე და­აგ­ვი­ან­და და ის წელი გა­უც­და. შემ­დეგ გა­თხოვ­და, ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა და ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა“, – ჰყვე­ბა სო­ფოს ძმა გი­ორ­გი "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან”.

ბავ­შვის და­სახ­მა­რებ­ლად ორმა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ აქ­ცია წა­მო­ი­წყო. თვი­თონ­ვე გა­უკ­ვირ­დათ, ფული ისე მალე შეგ­როვ­და.

"თა­ვი­დან გვინ­დო­და ელე­მენ­ტა­რუ­ლი თან­ხა მა­ინც შეგ­ვეგ­რო­ვე­ბი­ნა, რომ რო­გორ­მე ოჯახს დავ­ხმა­რე­ბო­დით. პოს­ტი სამ­ჯერ დავ­დეთ და მეტი არა­ფე­რი დაგ­ვჭირ­ვე­ბია. ხალ­ხმა აი­ტა­ცა, თა­ვი­სით ავ­რცე­ლებ­დნენ და აზი­ა­რებ­დნენ. უნ­დო­დათ, ლუ­სის უკეთ ეცხოვ­რა“, - ამ­ბობს "რა­ჭის ახალ­გაზ­რდუ­ლი ასამ­ბლე­ის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლა­მა­რა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი.

შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ფუ­ლით ბავ­შვის­თვის თბი­ლის­ში პა­ტა­რა ბი­ნის ყიდ­ვას აპი­რე­ბენ. სა­ნამ ლუსი გა­იზ­რდე­ბა, მის მე­ურ­ვე­ებს სახ­ლის გა­ქი­რა­ვე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ.

"უკვე შე­ვარ­ჩი­ეთ სტუ­დიო ბინა დიდ დი­ღომ­ში. გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი ბი­ნაა. რომ გა­ი­გეს, რის­თვის გვინ­დო­და, კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დაგვპირ­და, ჩვენ მო­გი­წყობ­თო. ეს ბინა სო­ფოს დე­დის სა­ხელ­ზე გა­ფორმ­დე­ბა“, - ამ­ბობს ნანა სო­ხა­ძე, ხელ­მძღვა­ნე­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა "რაჭა-ლე­ჩხუმ ქვე­მო სვა­ნე­თის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის რე­სურს ცენ­ტრი“.

ცნო­ბის­თვის, გლო­ე­ლი სოფო ბა­კუ­რა­ძე 23 წლის მარ­ტო­ხე­ლა დედა იყო, შო­ვის კო­ტე­ჯებ­ში დამ­ლა­გებ­ლად მუ­შა­ობ­და და 4 წლის შვილს ზრდი­და. გლო­ლა­ში ის 15 აგ­ვის­ტოს დაკ­რძა­ლეს.

სო­ფოს მშობ­ლე­ბი და ორი სტუ­დენ­ტი ძმა გლო­ლა­ში ცხოვ­რო­ბენ. ლუ­სი­ზე მე­ურ­ვე­ო­ბის აღე­ბას ოჯა­ხი აპი­რებს.