ლიეტუვამ რუსეთთან შესაძლოა, საზღვარის ჩაკეტოს - კვირის პალიტრა

ლიეტუვამ რუსეთთან შესაძლოა, საზღვარის ჩაკეტოს

ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრი, აგნე ბილოტაიტე აცხადებს, რომ ლიეტუვა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

„დღეს გვქონდა შეხვედრა სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელთან და მთელ გუნდთან. განვიხილეთ არა მხოლოდ ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვა, არამედ, სხვა შესაძლებლობებიც, ანუ რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის ჩაკეტვაც“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით გაურკვეველია, ავტომატურად დაიხურება თუ არა საზღვარი კალინინგრადის რეგიონთან ბელარუსთან საზღვრის სრული ჩაკეტვის შემთხვევაში.

„ამ ეტაპზე უნდა ვთქვა, რომ რეალური საფრთხეები არ გვაქვს, მაგრამ ვხედავთ, რომ არის გარკვეული რისკი, რომ შესაძლოა, იყოს სხვადასხვა სახის პროვოკაცია“, – განაცხადა მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"