"მობილიზაცია თანამდებობის პირებისა და ოლიგარქების შვილებს არ ეხებათ" - რამდენი რუსი მიჰყავთ უკრაინის ფრონტზე ყოველთვიურად? - კვირის პალიტრა

"მობილიზაცია თანამდებობის პირებისა და ოლიგარქების შვილებს არ ეხებათ" - რამდენი რუსი მიჰყავთ უკრაინის ფრონტზე ყოველთვიურად?

რუსეთში მობილიზაცია გრძელდება და მის ფარგლებში ყოველთვიურად დაახლოებით 20 000 ადამიანის მობილიზება ხორციელდება, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

„ყოველდღიურად და ყოველთვიურად მობილიზაციის აქტივობები გრძელდება და ყოველთვიურად 20 000-მდე ადამიანის მობილიზება ხორციელდება", - აღნიშნა იუსოვმა.

მისი თქმით, საუბარია იძულებით მობილიზაციაზე, რომელიც თანამდებობის პირების და ოლიგარქების შვილებს არ ეხება.

"ინტერპრესნიუსი"