ავსტრიის ყოფილ კანცლერს იჭერენ?!
ავსტრიის პროკურატურის ეკონომიკური დანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის განცხადებით, ავსტრიის ყოფილ კანცლერს სებასტიან კურცს ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალი წაუყენეს.
ბრალდება ეხება ავსტრიის პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტისთვის გაკეთებულ განცხადებას 2020 წლის ივნისში სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანიის Öbag-ის ხელმძღვანელის, თომას შმიდის დანიშვნაში მის როლთან დაკავშირებით.
პოლიტიკოსი მაშინ ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული, თუმცა მის მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ის დანიშვნის პროცესში ჩართული იყო.
კურცმა პროკურატურის ბრალდებებს სიყალბე უწოდა.
"ბრალდებები ყალბია და მოუთმენლად ველით, რომ სიმართლე საბოლოოდ გამოაშკარავდეს“, - დაწერა კურცმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.
"ინტერპრესნიუსი"