რას ამბობს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი შიდსის გავრცელების საფრთხეებზე
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აივინფექცია/შიდსის გავრცელების საფრთხეებზე საუბრობს.
"ფორმულას" ეთერში ბუწაშვილმა განაცხადა, რომ“აივინფექცია, კოვიდისგან განსხვავებით, სწრაფ შედეგებს არ დებს გავრცელების კუთხით, 6 თვეში და მეტშიც გამოჩნდება.
"6% ჯერჯერობით საგანგაშო არ არის, რადგან აივინფექცია კოვიდისგან განსხვავებით ასეთ სწრაფ შედეგებს არ დებს. შედეგებს ვიმკით შორეულ პერსპექტივაში, გამომდირე დაავადების ბუნებისა და მეორე ის, რომ ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მხოლოდ ლაბორატორიულ დიაგნოსტიკით ხდება გამოვლენა და რადგან სკრინინგი არ არის მასიური, ჩვენ სამწუხაროდ ძალიან გვიან ვიგებთ, ამიტომ რადგან ვიცით, რომ მიგრანტების შემოდინება იმ ქვეყნიდან ძალიან მაღალია, სადაც გავრცელება მაღალია დაავადების, ნებისმიერ ადამიანთან უკრაინელი იქნება ეს თ ნებისმიერი ეთნიკური კუთვნილიების, სიფრთხილის ზომები უნდა დავიცვათ. რუსეთზე იმიტომ იყო ხაზგასმა, რომ ყველაზე მაღალი რისკი მათგან მოდის და მათი შემოდინებაც ყველაზე მაღალია, ამიტომ მახვილდება ყურადღება რუსებზე. ისედაც, როდესაც მიგრაცია დიდია, იმ ქვეყნიდან, სადაც რისკები მაღალია, რა თქმა უნდა, ამას ყურადღებას აქცევს ყველა ქვეყანა, როცა მიგრანტები შემოდიან, მათ სთავაზობენ სკრინინგს, ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად სლოვაკეთი მანდატორულ გამოკვლევას ითხოვს, თუ ბინადრობის მოწმობა უნდა აიღოს ადამიანმა. რუსეთში პრევენციული ღონისძიებები, ეპიდკვლევები, სტასტიკური ანალიზი იმდენად ცუდად აქვთ განვითარებული, რომ ჩვენი რეალური ციფრებიც არ ვიცით" - განცხადა ბუწაშვილმა.