"4 წლის ლუსის ბინა შევუძინეთ" - რა ფოტოებს ავრცელებს "რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა" - კვირის პალიტრა

"4 წლის ლუსის ბინა შევუძინეთ" - რა ფოტოებს ავრცელებს "რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა"

შოვში დაღუპული სოფო ბაკურაძის გოგონას, 4 წლის ლუსის ხალხმა ბინის საყიდელი ფული შეუგროვა.

როგორც "რაჭის ახალგაზრდული ასამბელის "ფეისბუქგვერდზე" წერია ბავშვს ბინა უკვე შეუძინეს:

"საქართველოს მოქალაქეებმა ერთად, 108 000 ლარზე მეტი შევაგროვეთ და დღეს, 4 წლის ლუსის ბინა შევუძინეთ ,,რაჭის ახალგაზრდული ასამბლეისა’’ და ,,რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი’’-ს გუნდი მადლობას გიხდით საზოგადოების თითოეულ წევრს უპრეცედენტო სოლიდარობისა და ნდობისთვის მადლობა მედიასაშუალებებს, რომლებიც დაგვეხმარნენ, რომ სათქმელი თითოეულ თქვენგანამდე მოგვეტანა ასევე, მადლობას ვუხდით რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის წევრებს, ახალგაზრდებს, რომლებმაც რაჭისთვის ამ მძიმე დღეებში, მასშტაბური კამპანია მართეს და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს განსაკუთრებული მადლობა ემიგრანტებს. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ქვეყანას შოვის ტრაგედიას, ჩვენ კი გავაგრძელებთ მუშაობას რაჭისა და რაჭველი ახალგაზრდების უკეთესი მომავლისთვის" - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.