რა ქონებას და ბიზნესებს ფლობს „ლაგუნა ვერესა“ და იპოდრომის ნაწილის ახალი მესაკუთრე მარიკა ვერულაშვილი
22:01 / 18-08-2023 "ლაგუნა ვერე“ და იპოდრომის ნაწილი ფონდ "ქართუსგან“ "ნეო სითი დეველოპმენტმა" შეიძინა. კომპანია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის, მარიკა ვერულაშვილის საკუთრებაა.
საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ 12 665 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია "ნეო სითი დეველოპმენტის“ საკუთრებაში ოფიციალურად 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2023 წლის 23 მარტს დარეგისტრირებული კომპანიის წილის 100%-ს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, მარიკა ვერულაშვილი ფლობს.
"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, კიდევ რა ქონება ეკუთვნის ყოფილ დეპუტატს.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით ვერულაშვილის საკუთრებაში ნაწილობრივ, ან მთლიანად 12 კომპანიაა.
გთავაზობთ ჩამონათვალს:
შპს ჯორჯიან სერვის დეველოპმენტი - კომპანია 2019 წელს დარეგისტრირდა და სრულად მარიკა ვერულაშვილს ეკუთვნის.შპს კომერციული ჯგუფი - 2016 წელს რეგისტრირებული კომპანია 3 მფლობელზე ნაწილდება. წილის 25% მარიკა ვერულაშვილის საკუთრებაა, 50%-ს ფლობს გოჩა ძნელაძე, 25%-ს კი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე იგორ აბრამოვი.შპს მ ჯორჯია - კომპანიის 100% მარიკა ვერულაშვილის კუთვნილებაა. კომპანიის დირექტორი კი, რამაზი ჟღენტია. იხილეთ სრულად