"1991 წლის რაჭის მიწისძვრამაც განსაზღვრა ჩემი გზა... მაშინ 15 წლის ვიყავი, დედამ თქვა, რაჭაში უნდა წავიდეო და გავყევი" - თეა გოდოლაძე სხვა რაკურსით: ქვეყნის მთავარი სეისმოლოგი ოჯახსა და კარიერაზე - კვირის პალიტრა

"1991 წლის რაჭის მიწისძვრამაც განსაზღვრა ჩემი გზა... მაშინ 15 წლის ვიყავი, დედამ თქვა, რაჭაში უნდა წავიდეო და გავყევი" - თეა გოდოლაძე სხვა რაკურსით: ქვეყნის მთავარი სეისმოლოგი ოჯახსა და კარიერაზე

სა­ზო­გა­დო­ე­ბას მუდ­მი­ვად სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­დებს, არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე ხმა­მაღ­ლა, თა­მა­მად და და­უ­ფა­რა­ვად ესა­უბ­რე­ბა. ამ­ბობს, რომ შო­ვის ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია.

"ეს სა­ში­ნე­ლე­ბა რომ გა­ვი­გე, მოვ­კვდი... ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. ყო­ვე­ლი მძი­მე შემ­თხვე­ვი­სას თვითგვე­მა მე­წყე­ბა. ხომ არ და­ვა­კე­ლი რამე, იქ­ნებ უფრო ხმა­მაღ­ლა უნდა მეყ­ვი­რა... ახ­ლაც სულ შიში მაქვს, რად­გან ვიცი, ეს მშე­ნებ­ლო­ბე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნას კარ­გს არა­ფერს მო­უ­ტანს. სამ­წუ­ხა­როდ, იმ მძი­მე შე­დე­გე­ბის­თვის მზად არ ვართ... რაც აქ ხდე­ბა, ამას პი­რად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­დაც მი­ვიჩ­ნევ" - გვე­უბ­ნე­ბა ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი თეა გო­დო­ლა­ძე.

მისი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის­თვის ზოგ­ჯერ გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლიც კია. არა­და, ადა­მი­ანს, პრო­ფე­სი­ო­ნალს, რო­მე­ლიც სფე­როს ბავ­შვო­ბი­დან კარ­გად იც­ნობს, კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­ჩუ­მე­ბა და­ნა­შა­უ­ლად მი­აჩ­ნია.

ვინ არის მარ­თლაც თეა გო­დო­ლა­ძე, რა გზა აქვს გავ­ლი­ლი და რო­გორ მო­ვი­და დღემ­დე, - ასე­თი ინ­ტერ­ვიუ მას აქამ­დე არა­ვის­თვის მი­უ­ცია.

ის ახლა AMBEBI.GE-ს სტუ­მა­რია და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ვად გვიყ­ვე­ბა.

მშობ­ლე­ბი

- მამა ბიო-ქი­მი­კო­სი იყო, მუ­შა­ობ­და ხორ­ბლის სა­სუ­ქის ქი­მი­ურ შემ­ცვე­ლო­ბა­ზე, ქარ­თუ­ლი ხორ­ბლის ჯი­შებ­ზე და მუდ­მი­ვად ცდებს ატა­რებ­და. მახ­სოვს, სულ საც­დელ მე­ურ­ნე­ო­ბა­ში იყო, წერ­და და ბევ­რს კი­თხუ­ლობ­და... სამ­წუ­ხა­როდ, 22 წლის ვი­ყა­ვი, რომ გარ­და­იც­ვა­ლა... დედა სე­ის­მო­ლო­გია და წლე­ბი გე­ო­ფი­ზი­კის ინ­სტი­ტუ­ტში საქ­მი­ა­ნობ­და. იქ ენ­გურ­ჰე­სის სე­ის­მო­ლოგ­თა ჯგუ­ფი იყო, რო­მე­ლიც ენ­გურ­ჰესს აკ­ვირ­დე­ბო­და. დე­დას გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი სე­ის­მო­ლო­გი გი­ორ­გი მუ­რუ­სი­ძე გახ­ლდათ. დი­სერ­ტა­ცია რომ და­ვი­ცა­ვი, სწო­რედ ბა­ტო­ნი გი­ორ­გის ერთ-ერთი წიგ­ნი გა­მო­ვი­ყე­ნე...

ბავ­შვო­ბა და მოს­წავ­ლე­ო­ბა

- გა­მო­დის, რომ ბავ­შვო­ბი­დან ამ სფე­როს­თან მჭიდ­რო შე­ხე­ბა გქო­ნი­ათ და თან დე­დის საქ­მი­ა­ნო­ბა გა­გიგ­რძე­ლე­ბი­ათ... აქ­ტი­უ­რი ბავ­შვი იყა­ვით?

- კი, ასე გა­მო­ვი­და... რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რო­გო­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, დედა მე­უბ­ნე­ბა, რომ აქ­ტი­უ­რი და თა­მა­მი ვი­ყა­ვი. მო­რი­დე­ბუ­ლი არ ვყო­ფილ­ვარ, მა­ღი­ზი­ა­ნებ­და უსა­მარ­თლო­ბა, მახ­სოვს, პრო­ტესტს რომ გა­მოვ­თქვამ­დი ხოლ­მე... ბაღ­ში წა­საყ­ვა­ნად ყვე­ლას დედა და მამა გვა­კი­თხავ­და. ამი­ტომ ყვე­ლას დე­დებს და მა­მებს ვიც­ნობ­დი. ერთ-ერთ ჩვენს ჯგუ­ფელს წა­საყ­ვა­ნად სხვა ადა­მი­ან­მა მო­ა­კი­თხა. ეს არას­წო­რად მი­ვიჩ­ნიე და ბუნ­ტი მო­ვა­წყვე - ეს ვინ არის? დე­და­მი­სი სად არის? ამას რა­ტომ მიჰ­ყავს-მეთ­ქი?! მერე დე­და­ჩემს ამის გამო მას­წავ­ლებ­ლებ­მა საყ­ვე­დუ­რი უთხრეს... ჯერ 24-ე სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი და მერე გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძის 77-ე სკო­ლა-გიმ­ნა­ზი­ა­ში გა­და­ვე­დი... მე და ჩემი ძმა აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მშობ­ლის კალ­თას ამო­ფა­რე­ბუ­ლი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. დე­დას არას­დროს არა­ფერ­ში შე­ვუ­ზღუ­დი­ვარ. გან­სა­კუთ­რე­ბით სწავ­ლის კუ­თხით. კო­დი­ვით მქონ­და ჩა­დე­ბუ­ლი, მა­მის­გა­ნაც ასე იყო, რომ უნდა მეს­წავ­ლა. ჩემი ძმა ბიზ­ნე­სის კუ­თხით წა­ვი­და, მე - აკა­დე­მი­უ­რი. ამას თა­ვი­დან­ვე ჰქონ­და სა­ფუძ­ვე­ლი ჩაყ­რი­ლი, გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძის სკო­ლა-გიმ­ნა­ზია ხუ­თებ­ზე და­ვამ­თავ­რე. სკო­ლა­ში ფრი­ა­დო­სა­ნი სტი­პენ­დი­ა­ტი ვი­ყა­ვი.

"მი­წისძვრე­ბი ბავ­შვო­ბი­დან მა­ინ­ტე­რე­სებ­და"

- დე­დას დამ­ხმა­რე არა­ვინ ჰყავ­და, ამი­ტომ, სკო­ლი­დან რომ გა­მო­მიყ­ვან­და, სამ­სა­ხურ­ში მივ­ყავ­დი. სა­წყობ­ში სე­ის­მუ­რი მა­გი­დე­ბი ჰქონ­დათ, სპე­ცი­ა­ლურ პლან­შეტს ეძახ­დნენ, მი­წისძვრა მა­შინ ხე­ლით ისა­ზღვრე­ბო­და - მთე­ლი ტექ­ნო­ლო­გია იყო და დე­დას მე­გობ­რე­ბი მას­ზე მა­ძი­ნებ­დნენ... ერთხე­ლაც ინ­სტი­ტუ­ტში შე­მოწ­მე­ბა იყო, უფ­რო­სი თა­ვის მო­ად­გი­ლე­ე­ბით შე­მოვ­ლა­ზე იყო. დე­დას არ უნ­დო­და, რომ მათ იქ ვე­ნა­ხე და მა­გი­დის ქვეშ დამ­მა­ლა. ამა­ზე გავ­ბრაზ­დი, რა­ტომ უნდა ვიყო მა­გი­დის ქვეშ. შენ ვინ ხარ-მეთ­ქი? და თავი ამოვ­ყა­ვი. ასე გა­ვაპ­რო­ტეს­ტე. ბა­ტო­ნი ბა­ლა­ვა­ძე სი­ცი­ლით ოთა­ხი­დან გა­ვი­და. თან სა­სა­ცი­ლო გა­რეგ­ნო­ბა მქონ­და - წი­თე­ლი თმა და ბევ­რი ჭორფლი სა­ხე­ზე. ამი­ტომ, დე­დამ სულ იცო­და, რომ ჩემ­თვის რა­მის აკ­რძალ­ვა არ შე­იძ­ლე­ბო­და... მოკ­ლედ, სულ პა­ტა­რა­ო­ბი­დან, დე­დის სამ­სა­ხურ­ში სე­ის­მოგ­რა­მებ­ზე ვი­ჯე­ქი, იმ მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე, რომ­ლი­თაც დედა ან­გა­რი­შობ­და მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრს და იმ ყვე­ლა­ფერს ვუ­ყუ­რებ­დი. (გააგრძელეთ კითხვა)