"მე თვითონ არ მჯერა იმის, რასაც ახლა ვწერ" - ცნობილი უკრაინელი მსახიობი ოლექსი ხილსკი ოკუპანტებთან ბრძოლისას დაიღუპა: რას წერს მისი მეუღლე? - კვირის პალიტრა

"მე თვითონ არ მჯერა იმის, რასაც ახლა ვწერ" - ცნობილი უკრაინელი მსახიობი ოლექსი ხილსკი ოკუპანტებთან ბრძოლისას დაიღუპა: რას წერს მისი მეუღლე?

ზა­პო­რო­ჟი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბი ოლექ­სი ხილსკი რუს დამ­პყრობ­ლებ­თან ბრძო­ლა­ში და­ი­ღუ­პა. ამის შე­სა­ხებ მის­მა მე­უღ­ლემ ნა­დეჟ­დამ გა­ნა­ცხა­და.

ინ­ფორ­მა­ცია ფე­ის­ბუ­ქის სა­კუ­თარ გვერ­დზე ოლექ­სის შეყ­ვა­რე­ბულ­მა და­წე­რა. სტა­ტუს­ში ქალი აღ­ნიშ­ნავს, რომ ოლექ­სეი საბ­რძო­ლო მი­სი­ის დროს და­ი­ღუ­პა.

"ვწერ, მაგ­რამ მე თვი­თონ არ მჯე­რა ამის ბო­ლომ­დე. ლეშა გარ­და­იც­ვა­ლა. ის სა­უ­კე­თე­სო იყო მათ შო­რის, ვი­საც ვიც­ნობ. სა­უ­კე­თე­სო! ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი! ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რი! ყვე­ლა­ფე­რი, რაც მან წა­მო­ი­წყო, აკე­თებ­და გრძნო­ბით. მას სი­ცო­ცხლის წყურ­ვი­ლი ჰქონ­და! ძა­ლი­ან უყ­ვარ­და სი­ცო­ცხლე! მიყ­ვარ­ხარ ჩემო მე­ო­მა­რო", - წერს ნა­დეჟ­და. (გააგრძელეთ კითხვა)