"პუტინმა, სავარაუდოდ, ვერ გაუძლო ეჭვიანობას..." - ვინ მოკლა ცნობილი რუსი მომღერალი მურატ ნასიროვი და რა შუაშია რუსეთის პრეზიდენტი: ჟურნალისტებმა დიქტატორის საიდუმლო გაამხილეს
შემთხვევა 2007 წელს მოხდა. ინფორმაცია გავრცელდა, რომ ცნობილი რუსი მომღერალი მურატ ნასიროვი გარდაიცვალა. მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა. მომღერალი, რომელიც სახლში მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა, ფანჯრიდან გადახტა. გარდაცვლილს ხელში საკუთარი ფოტო ეჭირა.
ნასიროვის მეუღლემ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა, თუმცა მომღერლის თაყვანისმცემლებმა არ დაიჯერეს. ვრცელდებოდა ვერსიები რომ მომღერალმა თავი მოიკლა. თუმცა, ამ შემთხვევაში ყველაფერი ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეს ჟურნალისტებისთვის ჩანდა.
ახლახანს გავრცელდა ტელეარხ FreeDom-ის სიუჟეტი, სადაც ნათქვამია, რომ მურატ ნასიროვი შესაძლოა პუტინის ბრძანებით მოეკლათ. ჟურნალისტებმა ტელეგრამის არხზე "General SVR" საარქივო პუბლიკაციაზე დაყრდნობით კიდევ ერთხელ გაიხსენეს ნასიროვის ტრაგიკული ბედის შესახებ.
"მომღერალ მურატ ნასიროვის გარდაცვალება არ იყო ტრაგიკული შემთხვევა ან თვითმკვლელობა, არამედ ეს იყო მკვლელობა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პირადი ბრძანებით", - წერენ მედიაში.
გამოცემის ავტორების თქმით, რუსმა დიქტატორმა მურატ ნასიროვი სასიკვდილოდ მას შემდეგ გაიმეტა, რაც შეიტყო, რომ ნასიროვს რომანი ჰქონდა ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევასთან. პუტინმა, სავარაუდოდ, ვერ გაუძლო ეჭვიანობას. (გააგრძელეთ კითხვა)