"ქალაქში დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ... ვიღაცამ ინფორმაცია რუს ოკუპანტებს მიაწოდა" - რუსულმა არმიამ ბალისტიკური რაკეტით ჩერნიგოვის ცენტრს დაარტყა - კვირის პალიტრა

"ქალაქში დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ... ვიღაცამ ინფორმაცია რუს ოკუპანტებს მიაწოდა" - რუსულმა არმიამ ბალისტიკური რაკეტით ჩერნიგოვის ცენტრს დაარტყა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 19 აგვისტოს ჩერნიგოვში დილიდან საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა... მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ფერისცვალების დღესასწაულზე რუსულმა არმიამ ბალისტიკური რაკეტით ჩერნიგოვის ცენტრს დაარტყა, არიან დაშავებულები და დაღუპულები. ჩერნიგოვის დამბომბვის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ჩაუსი ავრცელებს.

„ჩერნიგოვის ცენტრი დაიბომბა. დიდი ალბათობით, ბალისტიკური რაკეტით. არიან დაშავებულები და დაღუპულები".

"დარჩით თავშესაფრებში, დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ" - დაწერა ტელეგრამ-არხზე ვიაჩესლავ ჩაუსმა.

მედიის ცნობით, "ქალაქში დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ და როგროც ჩანს, ვიღაცამ ინფორმაცია რუს ოკუპანტებს მიაწოდა". (წყარო)

Вікна-новини-ს ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებულ ფოტო-ვიდეო მასალის აღწერაში კი ვკითხულობთ, რომ დაბომბვის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, დაშავდა 37, აქედან 11 ბავშვია.

screenshot-2023-08-19-144836-1692442322.png

შემთხვევის ადგილიდან ვიდეომასალას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ავრცელებს, რომელიც სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა.

„მოედანი, პოლიტექნიკური, თეატრი. ჩვეულებრივი შაბათის დღე, რომელიც რუსეთმა ტკივილის და დანაკარგების დღედ გახადა. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულების ახლობლებს”, - დაწერა მან და დასძინა, რომ გააგრძელებს მუშაობას რუსული ტერორის წინააღმდეგ მსოფლიოს კონსოლიდირებისთვის.