"...ქმარ-შვი­ლის­გან მო­შო­რე­ბით, სულ რამ­დე­ნი­მე მეტრში იმ­ყო­ფე­ბო­და" - CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია ტრაგიკულად გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"...ქმარ-შვი­ლის­გან მო­შო­რე­ბით, სულ რამ­დე­ნი­მე მეტრში იმ­ყო­ფე­ბო­და" - CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია ტრაგიკულად გარდაიცვალა

17 აგ­ვის­ტოს, 51 წლის ასაკ­ში, CENN-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ნანა ჯა­ნა­შია ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნანა ჯა­ნა­შია დო­მი­ნი­კელ­თა რეს­პუბ­ლი­კა­ში, ლას გა­ლე­რას­ში გარ­და­იც­ვა­ლა:

„ნანა და მისი ოჯა­ხი შვე­ბუ­ლე­ბას ლას გა­ლე­რას­ში, მე­გობ­რის ოჯახ­თან ერ­თად ატა­რებ­და. 17 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს ის მე­ხის ჩა­მო­ვარ­დნის გამო ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, როცა მისი ქმარ-შვი­ლის­გან მო­შო­რე­ბით, სულ რამ­დე­ნი­მე მეტრში იმ­ყო­ფე­ბო­და. ჩვენ დავ­კარ­გეთ დედა, ცოლი და ქალი, რო­მე­ლიც უკე­თეს მსოფ­ლი­ო­ზე ოც­ნე­ბობ­და“, - ამ­ბობს რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან ნა­ნას ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

ნანა ჯა­ნა­ში­ამ კავ­კა­სი­ის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ქსე­ლი (CENN) 1998 წელს და­ა­ფუძნა. 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 300-მდე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა უფრო მწვა­ნე და მდგრა­დი მო­მავ­ლის შექ­მნა­ში.