"რომ ვამბობ 58 წლის ვარ-მეთქი, ძალიან უკვირთ... ერთ დღეს ფოტოგრაფს ხუმრობით მივწერე და აქედან დაიწყო კონკიას ისტორიაც" - ქართველი ქალის გზა სამოდელო ინდუსტრიაში: როგორ მოხვდა ელენე "ვოგში"? - კვირის პალიტრა

"რომ ვამბობ 58 წლის ვარ-მეთქი, ძალიან უკვირთ... ერთ დღეს ფოტოგრაფს ხუმრობით მივწერე და აქედან დაიწყო კონკიას ისტორიაც" - ქართველი ქალის გზა სამოდელო ინდუსტრიაში: როგორ მოხვდა ელენე "ვოგში"?

58 წლის დამ­წყე­ბი მო­დე­ლი ელე­ნე ჭა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჭა­ღა­რა თმას უწევს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და ამ მიზ­ნით "ინ­სტაგ­რამ" გვერ­დიც შექ­მნა, "ვოგ­ში“ აღ­მოჩ­ნდა... დღეს მის მი­მართ მრა­ვა­ლი უცხო­ე­ლი ფო­ტოგ­რა­ფის ყუ­რა­დღე­ბაა მი­მარ­თუ­ლი და ფო­ტო­სე­სი­ე­ბიც ხში­რად აქვს... თუ რო­გორ და­ი­წყო კონ­კი­ას ის­ტო­რია, ამის შე­სა­ხებ თა­ვად ელე­ნე ჭა­ნიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა...

- ქალ­ბა­ტო­ნო ელე­ნე, რომ გა­იხ­სე­ნოთ, რო­გორ და­ი­წყო თქვე­ნი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი მო­დის სფე­რო­ში?

- გახ­სე­ნე­ბა არც ჭირ­დე­ბა, რად­გან ის მო­მენ­ტი სულ მახ­სოვს... მო­დის სფე­რო­ში სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით აღ­მოვ­ჩნდი: გან­ცხა­დე­ბა იყო ინ­სტაგ­რამ­ზე, სა­დაც ფო­ტოგ­რა­ფი ოლგა კა­ლა­ბი­ნა მო­დელს ეძებ­და, ასა­კი კი 40-45 წლამ­დე იყო მი­თი­თე­ბუ­ლი. ოლ­გას ხუმ­რო­ბით მივ­წე­რე, ყვე­ლა რომ ახალ­გაზ­რდებს ეძებთ-მეთ­ქი...

elenechanishvili-40882-1692469821.jpg

- თქვენ ჭა­ღა­რა თმის ერ­თგვა­რი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ით მი­ი­პყა­რით ყუ­რა­დღე­ბა...

- სულ მქონ­და პრო­ტეს­ტი ჭა­ღა­რის დის­კრი­მი­ნა­ცი­ის გამო. ეს პრო­ტეს­ტი მომ­ყვე­ბო­და, რად­გან არა­ერ­თი უსი­ა­მოვ­ნე­ბა შემ­ხვედ­რია. ამი­ტო­მაც ვცდი­ლობ­დი, ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე სათ­ქმე­ლი მი­მე­ტა­ნა და "ინ­სტაგ­რა­მის" გვერ­დიც მაგ მიზ­ნით შევ­ქმე­ნი. შე­ღე­ბილ და ჭა­ღა­რა თმას შო­რის გან­სხვა­ვე­ბა არის თუ არა, რო­გორ უნდა ჭა­ღა­რა თმას მოვ­ლა და ასე შემ­დეგ... ჭა­ღა­რა თმა სირ­ცხვი­ლად არ უნდა ით­ვლე­ბო­დეს, სტიგ­მა არ უნდა იყოს... ფო­ტოგ­რა­ფის გან­ცხა­დე­ბა რომ ვნა­ხე, გულ­ში გამ­კრა, რომ კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და, ჭა­ღა­რა თმის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დი გა­მე­კე­თე­ბი­ნა. თეთ­რი თმა რომ არ აბე­რებს და მთლი­ა­ნი ან­ტუ­რა­ჟია გა­დამ­წყვე­ტი.

elene78-40930-1692469821.jpg

- რო­გორც ახ­სე­ნეთ ფო­ტოგ­რაფს პირ­ველ­მა თქვენ მი­წე­რეთ...

- დიახ, ხუმ­რო­ბით რომ ყვე­ლა ახალ­გაზ­რდებს ეძებთ-მეთ­ქი... მი­პა­სუ­ხა, მშვე­ნი­ე­რი ასა­კია 40 წელი, მაგ­რამ აღარც ისე­თი ახალ­გაზ­რდაო... ამა­ზე მი­ვუ­გე, ჩემი 58 წლის გად­მო­სა­ხე­დი­დან რა თქმა უნდა, ახალ­გაზ­რდაა-მეთ­ქი... ეტყო­ბა 58 წელი სა­ინ­ტე­რე­სოდ ჟღერ­და, იფიქ­რა, ვინ არის ეს „თავ­ხე­დიო“ და ჩე­მით და­ინ­ტე­რეს­და... და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის შემ­დეგ მომ­წე­რა, ჭა­ღა­რათ­მი­ანს მრა­ვა­ლი წლე­ბი ვე­ძებ­დიო და მთხო­ვა, რომ ჩემ­თვის ფო­ტო­ე­ბი გა­და­ე­ღო... ფო­ტო­სე­სი­ას დავ­თან­ხმდი, მაგ­რამ იმის იქით რა იქ­ნე­ბო­და, ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დი. შემ­დეგ კი კონ­კი­ას ის­ტო­რია და­ი­წყო... ფო­ტოგ­რა­ფი სახ­ლში მეწ­ვია, ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ზე, თბი­ლი­სურ ეზო­ში ვცხოვ­რობ. ამ­ბო­ბენ, რომ ეს სახ­ლი 180 წლი­საა და ეს გა­რე­მო ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. ფო­ტო­ე­ბი გა­და­ი­ღო, კონ­ტრას­ტი შექ­მნა, მე ძა­ლი­ან პა­ტივს ვცემ შა­ნე­ლის სტილს და ოლ­გა­საც ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. მი­ნი­მა­ლუ­რი მა­კი­ა­ჟი მქონ­და...

ოლ­გას "ინ­სტაგ­რამ­ზე" თა­ვი­სი გვერ­დი აქვს, ფო­ტო­ე­ბი უდევს, ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მომ­წე­რი ჰყავს. ოლ­გამ ჩემი ფო­ტო­ე­ბი თა­ვის გვერ­დზე გა­ნა­თავ­სა და ჩემი ის­ტო­რი­აც მოჰ­ყვა. აქე­დან და­ი­წყო ის, რომ სხვა ფო­ტოგ­რა­ფებ­მაც მი­პო­ვეს. (გააგრძელეთ კითხვა)

ფო­ტო­ე­ბი: ოლგა კა­ლა­ბი­ნა, კო­როტ­კო­ვი სერ­გეი