ტრაგედია თურქეთში - სამგზავრო ავტობუსის ხევში გადავარდნას 12 ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ტრაგედია თურქეთში - სამგზავრო ავტობუსის ხევში გადავარდნას 12 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის პროვინცია იოზგატში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ 19 ადამიანი. დაშავებულები სორგუნის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ილმაზ ტუნჩის განცხადებით, ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაწყებულია.

"ინტერპრესნიუსი"