მოსკოვში ჩამოგდებული ორი დრონიდან ერთი მარგარიტა სიმონიანის სახლთან დაეცა - რას წერს მომხდარის შემდეგ პროპაგანდისტი ჟურნალისტი? - კვირის პალიტრა

მოსკოვში ჩამოგდებული ორი დრონიდან ერთი მარგარიტა სიმონიანის სახლთან დაეცა - რას წერს მომხდარის შემდეგ პროპაგანდისტი ჟურნალისტი?

მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი, პრო­პა­გან­დის­ტი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და არ­ხის RT-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მოს­კო­ვის რე­გი­ონ­ში ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი ორი დრო­ნი­დან ერთი მის სახ­ლთან და­ე­ცა.

"ის­ტრას რა­ი­ონ­ში ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი დრო­ნი ჩვენს გვერ­დით ქუ­ჩა­ზე და­ე­ცა. ჩვე­ნი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის წყა­ლო­ბით, ყვე­ლა­ფე­რი მსხვერ­პლი­სა და ნგრე­ვის გა­რე­შე დას­რულ­და" - და­წე­რა სი­მო­ნი­ან­მა ტე­ლეგ­რამ­ზე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა მოს­კოვ­ში ორი უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნი გა­ა­ნად­გუ­რეს.

"21 აგ­ვის­ტოს, მოს­კო­ვის დრო­ით, და­ახ­ლო­ე­ბით, 06:50 სა­ათ­ზე აღიკ­ვე­თა კი­ე­ვის რე­ჟი­მის მცდე­ლო­ბა, გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტით. საფ­რე­ნი აპა­რა­ტი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს“, - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

ambebi.ge